კაპანაძე: პროტესტის მინიმალური შედეგი — ბიძინა მიიღებს ჩრდილოკორეულ პარლამენტს
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს აქციებს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, თუმცა, ამავდროულად, ისინი მზად არიან დიალოგისთვის, რომლის მთავარი თემაც ახალი არჩევნების ჩატარება უნდა იყოს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროტესტი გაგრძელედება და ამ პროტესტის ყველაზე მინიმალური შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილის ექნება ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი.
"ოპოზიციური პარტიები შეთანხმებული ვართ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს გაყალბებული არჩევნები არ შედგეს და ამის შედეგად არ დაკომპლექტდეს პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან მანიფესტაციებს, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამას გავაკეთებთ ამ კვირაშიც და მომდევნო კვირებშიც.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებსაც გაუყალბეს არჩევნები, ქუჩაში გამოვიდნენ და ქუჩიდან დაანახონ ივანიშვილს, რომ ასე არ ხდება და ასე ვერ მიითვისებს ხალხის არჩევანს. ოღონდ, პარალელურად, როგორც პირველ მიტინგზე გავაკეთეთ განცხადება, ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით იმ მთავარ საკითხზე, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების ჩატარება. ეს ორი სტრატეგია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
პროტესტი გაგრძელდება და ამ პროტესტის ყველაზე მინიმალური შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილს ექნება ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი. ჩვენ შევეცდებით ყველაფერს, რომ როგორც გარეთ პროტესტის გზით, ისე ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკების გზით, ის დავაყენოთ სწორ გზაზე და საღი აზრის ფარგლებში, გადავადგმევინოთ ნაბიჯი, რაც გულისხმობს ისეთი არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რომელშიც ხალხის აზრი იქნება დაცული", — აცხადებს კაპანაძე.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდებები დიალოგთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვებია და მათი მხრიდან არც ერთი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა.
"ხელისუფლების მხრიდან გვესმოდა, რომ არაფერზე წამოვიდოდნენ, მაგრამ, ჩვენ, როდესაც გავაკეთეთ მოწოდება, რომ გვინდოდა დიალოგი, მეორე დღეს მათაც დაადასტურეს, რომ დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია მათი მხრიდან. ჯერ არ გვინახავს მათი მხრიდან არც კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული და არც რაიმე კონკრეტულ თემაზე დათმობა. თუ მეორე მხრიდან მზაობა არ იქნა, მარტო იმაზე საუბარი, რომ მათ დიალოგი უნდათ და ამას არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ მოჰყვა, ძალიან მალე გამოჩნდება და ყველა გაიგებს, რომ ეს არის ფარისევლობა", — განაცხადა კაპანაძემ.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები