რუსეთის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველომ სომხეთისა და აზერბაიჯანის თხოვნით, რუსეთის მშვიდობისმყოფელებს საჰაერო დერეფანი გაუხსნა. ამის შესახებ მან ეხო კავკაზას განუცხადა.

"რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაში, ამ პროცესში გადაწყვეტილების მიღება ხდება სამშვიდობო კონფიგურაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, წინასწარ განსაზღვრულ და შეზღუდულ პერიოდში მთიან ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები", — განაცხადა აბაშიძემ.

როგორც ეხო კავკაზა წერს, ტვიტერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა სომხეთში მიმავალ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს.

ფოტო: Flightradar24

გამოცემა Sova-მ თვითმფრინავების გადაადგილების Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ 10 და 11 ნოემბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში IL-76MD ტიპის რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი გადაადგილდებოდა.

ამავე თემაზე: