შეიძლება საუბარი იყო დიალოგის შესახებ, მაგრამ თუ დიალოგი იყო და ვინმემ ჩაშალა, მე, ალბათ, გავიგებდი — ხვიჩია
გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მმართველ გუნდთან დიალოგი მიმდინარეობდა და ვინმემ ჩაშლა. მისი თქმით, თუ ენმ-ს თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს ეს ინფორმაცია აქვს, მაშინ უნდა თქვას, ვინ არის ამაში დამნაშავე.
"მგონი, საუბარი ჩაშლილი დიალოგის შესახებ, მინიმუმ, გადაჭარბებულია. შეიძლება საუბარი იყო დიალოგის შესახებ, მაგრამ დიალოგი იყო და ვინმემ ჩაშალა, ასეთი ამბავი რომ ყოფილიყო, მე, ალბათ, გავიგებდი. შეიძლება ვცდები და ბატონ გრიგოლს რაღაც თავისი სხვა ინფორმაცია აქვს, მაშინ უნდა გვითხრას, ვინ ჩაშალა, ვინ არის ამაში დამნაშავე", — განაცხადა ხვიჩიამ რუსთავი 2-ის ეთერში.
ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ამავე ეთერში გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს უსმინა, მაგრამ ყველაფერი ვერ გაიგო.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან ოპოზიციის "თითქმის მომზადებული" მოლაპარაკებები ჩაიშალა. ასე უპასუხა მან კითხვას, რითი იყო განპირობებული მისი განცხადება.
"ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ, ჩაიშალა", — განაცხადა ვაშაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომლის ნაწყვეტი ტელეკომპანიამ წინასწარ გამოაქვეყნა.
მან არ დაასახელა დიპლომატები, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში და აღნიშნა, რომ ამის ნებართვა არ აქვს. თუმცა, მისი თქმით, მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქოდნა.
"რახან ჩაიშალა, უკაცრავად, ახლა აქ თითის გაშვერები არაფერს შველის. ყველა დამნაშავე არის, აბსოლუტურად.
როგორც დიპლომატიური პროცესი იწყება, ისე უნდა დაიწყოს. არის ორი დაპირისპირებული მხარე, არის ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოთხოვნა, არის შუამავლები, მედიატორები, ფასილიტატორები, თუ გნებავთ", — განაცხადა ვაშაძემ.
10 ნოემბერს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. განცხადებას კრიტიკა მოყვა ოპოზიციაში, მათ შორის, ენმ-შიც.
ვაშაძემ თავის განცხადებაზე დამატებითი განმარტებები გაავრცელა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
"დამატებით განვმარტავ:
- მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
- ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
- სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
- ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", — წერს ვაშაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე, გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები