მაჭავარიანის თქმით, ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც კომუნალური გადასახადის შეღავათი არ სჭირდება
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ბევრია ისეთი შეძლებული ოჯახი, რომელსაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა არ სჭირდება და მაგალითად საკუთარი დედა მოიყვანა.
"აი, მაგალითს გეტყვით, შეძლებული ოჯახის მშობელს, აი, დედაჩემს, მაგალითად, მოხმარების კუთხით ერგებოდა და თვითონ უარს ამბობს. ბევრმა თქვა უარი, შესაძლებლობა არის", — განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება. მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, 100 პროცენტიანი მიზნობრიობა დაცული არ იყოს, როგორც საკუთარ მაგალითზე აღნიშნა, მაგრამ არის ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ, ამიტომ ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში ისარგებლებენ კომუნალური გადასახადის შეღავათით.
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალური დახმარების პროგრამა ნოემბრიდან ამოქმედდება, ხოლო მათ, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ, განცხადების საფუძველზე უარის თქმა შეუძლიათ.
"მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა მოიცავს როგორც ბიზნესის, ასევე, სოციალურ მხარდაჭერას. ეს ნიშნავს კომუნალურების გადახდას, რომელიც 1 ნოემბრიდან იწყება და იქნება 4 თვის განმავლობაში", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ეს შეღავათი შეეხება იმ ოჯახებს, რომელთაც ექნებათ მოხმარებული 200 კილოვატამდე ენერგია და 200 კუბურ მეტრამდე გაზი. ასევე, წყალი და დასუფთავება.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მოქალაქეს უარის თქმა საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუძლია, თუმცა, არ აუხსნია, მსურველებმა რა ფორმით და ვის უნდა მიმართონ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები