10 მოულოდნელი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ალდაგი დაგიფარავთ
ჩვენი ცხოვრება უამრავი მოულოდნელობითაა სავსე, თუმცა საავტომობილო გზაზე დროის მცირე მონაკვეთში უფრო მარტივად შეიძლება აღმოჩნდე ისეთ გაუთვალისწინებელ მდგომარეობაში, რომელთა უმეტესობა, როგორც წესი, არასასიამოვნოა ხოლმე: პირადი გაუფრთხილებლობით გამოწვეულ გართულებებს რომ თავი დავანებოთ, არასდროს იცი, როდის დაგიზიანდება ავტომანქანა სხვისი ბრალეულობით ან რომელი სტიქია დაგატყდება თავს.
ამ ყველაფერს რომ კარგად აცნობიერებს ალდაგი, სწორედ ამის გამო თავის მომხმარებლებს მაქსიმალურად მოსახერხებელ, კომფორტულ და რისკებისგან ბოლომდე დაცულ სერვისს სთავაზობს. ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ათ ყველაზე ხშირ, პრობლემურ და გავრცელებულ შემთხვევას, რომელსაც ალდაგის ავტოდაზღვევა დაგიფარავთ.
1. ავტომობილის დაზიანება ავარიისას
როცა მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ცხადია, მაშინვე თავში ავარიის ყველა შესაძლო სცენარი წარმოგვიდგება. აი, ალდაგის ავტოდაზღვევა კი საჭესთან მჯდომ მძღოლს მსგავს საფიქრალს აარიდებს, რადგან ზუსტად ეცოდინება მას, რომ საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ ზარალს ზედმეტი გართულებების გარეშე აინაზღაურებს.
2. როცა სხვის ავტომობილს აზიანებთ
ავტოსაგზაო შემთხვევისას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარ ავტომობილზე ვფიქრობთ, თუმცა არც ისე იშვიათად ისეც ხდება, რომ ჩვენი მანქანა უვნებელი რჩება, სხვისას კი ვაზიანებთ. ეს კი, როგორც წესი, მაინც აისახება ხოლმე ჩვენს ჯიბეზე, თუმცა ალდაგის ავტოდაზღვევა ამ სადარდებელსაც აგარიდებთ.
3. თუ მგზავრს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა
ერთია, როცა ავტოსაგზაო შემთხვევისას ჩვენი ან სხვისი მოძრავი ქონება ზიანდება, თუმცა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ადამიანების ჯანმრთელობასაც ექმნება საფრთხე, რაც ასევე დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და რასაც ასევე ფარავს ალდაგის ავტოდაზღვევა.
4. მოულოდნელი გარეგანი დაზიანება
ერთ მშვენიერ დღესაც სამსახურში წასასვლელად დილით გამოდიხართ სახლიდან და იცით, რომ თქვენი ერთგული ოთხბორბლიანი მეგობარი გელოდებათ, თუმცა უცებ მანქანა დაზიანებული გხვდებათ: ვიღაცამ შური იძია და გაკაწრა? შემთხვევითობა იყო და დამნაშავე მიიმალა? ამაზე ბევრი დარდი მაინც არ მოგიწევთ, თუ ალდაგის დაზღვევით იქნება დაცული თქვენი ავტომობილი.
ამავდროულად სხვა ნებისმიერი გარეგანი დაზიანება, თუნდაც არასტანდარტული ხასიათის, მაგალითად, თუკი სამშენებლო მასალა შეესხა მანქანას, ანაზღაურებადია.
5. ხანძარი
ხანძრის ხსენებისას ყველას, ალბათ, მაინც უძრავი ქონება — სახლი ადარდებს, თუმცა სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ასეთი უბედური შემთხვევის დროს არც ავტომობილია ხოლმე დაცული დაზიანებისგან.
6. ქურდობა
თითქოს დღეს ამაზე არც კი უნდა ვფიქრობდეთ, თუმცა, სამწუხაროდ, სულაც არ ვართ დაზღვეულები, რომ ვინმემ ჩვენი ავტომობილი ან მისი რომელიმე ნაწილი არ მოიპაროს. ალდაგის ავტოდაზღვევამ, შესაძლოა, მსგავსი შემთხვევა ვერ აგარიდოთ თავიდან, თუმცა მისგან გამოწვეულ ფინანსურ ზარალს ნამდვილად დაგიფარავთ.
7. სტიქია
შეიძლება, თქვენს ავტომობილს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდეთ და ცივ ნიავს არ აკარებდეთ, თუმცა ამაში ბუნებრივი გარემოებები ყოველთვის არ შეგიწყობთ ხელს: მოულოდნელად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, სწორედ ის ხე მოგლიჯოს, რომელთან ახლოსაც მანქანა გააჩერეთ ან მგზავრობისას ძლიერი სეტყვა დაიწყოს. თუ ბუნება არა, ალდაგის დაზღვევა აუცილებლად იზრუნებს თქვენი ზარალის ანაზღაურებაზე.
8. თუ თქვენი ავტომობილით სხვის ქონებას დააზიანებთ
ავტოავარიის დროს არაფერია გამორიცხული. ნურც იმას გამორიცხავთ, რომ თქვენი ავტომობილით სახელმწიფოს საკუთრება - ელექტროენერგიის ბოძი ან ავტობუსი დააზიანოთ, ასეთ შემთხვევაშიც ალდაგის ავტოდაზღვევა დაგეხმარებათ.
9. ავტომობილის დაზიანება ლაფეტით საჯარიმოზე გადაადგილების დროს
არსებობს შემთხვევები, როცა ავტომანქანა ისეთ ვითარებაში ზიანდება, როცა რთულია, ეს ვინმეს დააბრალო, თუმცა ალდაგის დაზღვევა დამნაშავის ძებნას არც დაიწყებს, ისე აგინაზღაურებთ ზარალს.
10. თუ თქვენი ავტომობილი პარკინგის თანამშრომელმა გადაადგილებისას დააზიანა
როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიები კონკრეტული შემთხვევისას მხოლოდ მაშინ ანაზღაურებენ ზარალს, როცა საჭეს უფლებამოსილი პირი მართავს (მისი ვინაობა წინასწარაა შეთანხმებული). ალდაგმა უფლებამოსილი პირის განსაზღვრება გააფართოვა და დაუმატა დაცვისა თუ პარკინგის პერსონალი, რადგან ხშირად მათაც მოსდით ავტოსაგზაო შემთხვევები და არც ზარალია ხოლმე უმნიშვნელო.
გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებში ზარალის ანაზღაურებისა, ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრად მოყვება სხვადასხვა სარგებელი: ლაფეტით მომსახურება, ავტოასისტანსი, უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა და ა.შ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები