ომბუდსმენი რუსთავი 2-ის საქმეზე: სასამართლო კანონს მიღმა არ უნდა მოქმედებდეს
სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–12 დღეს მხარისათვის მის გაგზავნასა და ჩაბარებას ეხმაურება და განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედება არ შეესაბამება კანონს.
ომბუდსმენი ამბობს, რომ სამოქალაქო დავებზე გადაწყვეტილებათა ჩაბარების მოქმედი წესის თანახმად, სასამართლოს მზად უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილება, ხოლო მხარე თავად წყვეტს, როგორია მისი დაცვის სტრატეგია, პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოცხადდება სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად თუ არა, ვადის პირველივე დღეს წარადგენს საკასაციო საჩივარს თუ ბოლო დღეს.
სახალხო დამცველის თქმით, დაუშვებელია მხარის ამ არჩევანში სასამართლოს ჩარევა და მხარის ნების ჩანაცვლება სასამართლოს მიერ გამოხატული ნებით:
"როგორც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიუთითებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადრეულ ეტაპზე ჩაბარებულად მიჩნევა აზიანებს მათ იმ ინტერესს, რომელიც სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათსავე საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდება".
გარდა ამისა, სახალხო დამცველისათვის არაა ცნობილი ისეთი შემთხვევა, როდესაც, სასამართლომ ისე განმარტა და გამოიყენა კანონი, როგორც ამ განსახილველ საქმეში:
"დაუშვებელია სასამართლომ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით შექმნას შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა, ამოიკითხოს საკუთარი უფლებამოსილება კანონს მიღმა და გამოიყენოს ის სელექციურად და დაუსაბუთებლად".
ომბუდსმენის განცხადებაში ასევე განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლიც, რომლის თანახმადაც:
"თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.“
22 ივნისს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ ნაადრევად გაუგზავნა გადაწყვეტილება, რისი უფლებაც არ ჰქონდა, რადგან სააპელაციო სასამართლო როგორც წესი, მხარეებს თავის გადაწყვეტილებას არ უგზავნის. გვარამიას თქმით, მხარეებმა სააპელაციოს გადაწყვეტილება სასამართლოდან თავისით უნდა წამოიღონ არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა.
სააპელაციო სასამართლომ გვარამიას ბრალდებების პასუხად განმარტა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლომ 12 დღეში გადასცა მხარეებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ვალდებულია მოამზადოს აღნიშნული დოკუმენტი.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები