პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ს ელჩსა და ოპოზიციასთან შეხევდრა "პოზიტიურად" შეაფასა და აღნიშნა, რომ დიალოგის დაწყება პოზიციების დაახლოებას ემსახურება.

"დიალოგს არა აქვს ალტერნატივა. ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ დავსხდევთ ვისაუბროთ. მოლაპარაკებების მაგიდა არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკოსებმა საერთო ენა უნდა გამოძებნონ", — აღნიშნა თალაკვაძემ.

პოლიტიკური პარტიები აშშ-ს ელჩს, კელი ეგნანს შეხვდნენ. შეხევდრას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ესწრებოდა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, არჩი თალაკვაძეც.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე ზეგ, 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.