NGO-ები: პროკურატურა პაპიძის პირადი ცხოვრების შელშეუხებლობის უფლებას არღვევს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მაგდა პაპიძის საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განმარტავს, რომ სასამართლო განხილვის პროცესში არაერთხელ დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, განსაკუთრებით პროკურატურის მხრიდან, ამასთან სასამართლო განხილვა რიგი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა.
კოალიცია ასევე მიიჩნევს, რომ მედიის მიერ აღნიშნული საქმის გაშუქება ხშირ შემთხვევაში სცდება ეთიკური ჟურნალისტიკის ფარგლებს, რაც გამოიხატება არა საზოგადოებრივი ინტერესის, არამედ საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში:
"სისხლის სამართლის საქმეების პროფესიონალურად გაშუქების შეუძლებლობის გამო, ხშირად მედია საშუალებები ხდებიან პროკურატურის თუ სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესების უნებლიე გამტარები. ყოველივე აღნიშნული კი აფერხებს, როგორც მართლმსაჯულების სრულყოფილ აღსრულებას, ისე აზიანებს ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისა და ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის უფლებას".
NGO-ები განმარტავენ, რომ დანაშაულში ბრალდებული პირის საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფის ვალდებულება როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურას თანაბრად ეკისრებათ. ამასთან, მათი თქმით, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება ყველა ეთიკურ მედია საშუალებას ეკისრება.
კოალიცია მოუწოდებს:
პროკურატურას:
- შეწყვიტოს სასამართლოს დახურულ სხდომაზე გაჟღერებული კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროება, ყველა ზომას მიმართოს რომ თავიდან აირიდოს და არ დაუშვას საზოგადების აზრის მობილიზება და დისკრიმინაციულად გამოყენება, იმ მიზნით რომ ზეგავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ქალის დისკრედიტაციის საშუალებით.
სასამართლოს:
- უზრუნველყოს საქმის საჯარო განხილვის უფლებასა და პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის სათანადო ბალანსის დაცვა.
- გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა და სხდომის დახურვის ყველა შემთხვევაში დაავალდებულოს პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის პროკურატურა, არ გაახმაურონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის დახურულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
- შეინარჩუნოს თანმიმდევრული მიდგომა და გამოიყენოს ყველა თანაზომიერი ღონისძიება სასამართლო სხდომაზე წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად, რათა მხარეებს ხელი არ შეეშალოთ საკუთარი პოზიციების სრულყოფილად წარდგენაში.
მედია საშუალებებს:
- მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის გაშუქებისას იხელმძღვანელონ პროფესიული ვალდებულებით და დაიცვან ბალანსი ინფორმაციის გავრცელების საჯარო ინტერესსა და პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესს შორის, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას პატივი სცენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები