ციფრული უსაფრთხოება — ტრენინგების სერია სკოლის მოსწავლეებისთვის
ერთხელ მაინც თუ მიგიღია შეტყობინება, რომ აიფონი მოიგე; დაგიჯერებია ამბავი, რომელიც ყალბი აღმოჩნდა; შენთვის მუქარის ან შანტაჟის წერილი გამოუგზავნიათ და არ იცოდი, როგორ მოქცეულიყავი; ან უბრალოდ გაინტერესებს, რა არის ციფრული უსაფრთხოება და როგორ დაიცვა საკუთარი ან სხვათა უფლებები ონლაინ, დარწმუნებული ვარ, ეს სესია შენთვის ძალიან საინტერესო იქნება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ორგანიზებით 2020 წლის 21 ნოემბრიდან გაიმართება ციფრული უსაფრთხოების ყოველკვირეული ტრენინგების სერია, რომელიც დაეხმარება VIII-XII-კლასელ მოსწავლეებს თანამედროვე ციფრული უნარების ათვისებასა და განვითარებაში.
21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები და ციფრული სამყარო დიდ შესაძლებლობებს გვანიჭებს, თუმცა მწირი ინფორმაციის გამო შესაძლოა ის ზიანის მომტანიც კი იყოს ჩვენთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. სწორედ ამიტომ, პროექტის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეები გახადოს უფრო მეტად ინფორმირებულები, ისწავლონ თავის დაცვა კიბერთავდასხმებისა და ყალბი ინფორმაციისგან.
კურსები იქნება ერთდღიანი და 8 თვის განმავლობაში 1 000-მდე მოზარდს გადაამზადებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ :
- ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელობა
- პირადი ინფორმაციისა და ანგარიშების დაცვის ხერხები
- ბულინგი ონლაინსამყაროში და მისგან თავდაცვა
- ყალბი ინფორმაცია (fake news) და მისი მარტივად ამოცნობა
- რა შემთხვევაში ვაწარმოებთ სამართლებრივ დავას
- ლიტერატურა და რესურსები ციფრული უსაფრთხოების შესახებ
ტრენინგს გაუძღვება ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი ფულარიანი.
ლილი ფულარიანის შესახებ:
2017 წლიდან ასწავლის ციფრულ მედიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA);
2019 წელს მონაწილეობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) პროექტში სოცმედია და ვებპროგრამირების ტრენინგები საქართველოში;
იყო დასავლეთ საქართველოში მცხოვრები 130-მდე ქალის ტრენერი და მენტორი;
იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს პროექტის ციფრული კონსულტანტი პროფესიული სასწავლებლებისთვის ქალი სტუდენტების მოზიდვაში;
ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების თანადამფუძნებელია.
► ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა?
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის, მე-8-დან მე-12 კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც აინტერესებთ ციფრული უსაფრთხოება და სურთ, მეტი შეიტყონ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
► როგორ გახდე პროექტის მონაწილე?
ტრენინგები ჩატარდება 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში. ტრენინგებზე დასასწრებად საჭიროა მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება. ფორმაში გექნებათ შესაძლებლობა მიუთითოთ თქვენთვის მოსახერხებელი ერთი ან მაქსიმუმ სამი თარიღი.
ყოველ ტრენინგზე დასწრება შესაძლებელი იქნება პირველი 30 დარეგისტრირებული მონაწილისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებთ პირველ ნაკადზე მოხვედრას, სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით კვლავ გექნებათ შანსი დაესწროთ მომდევნო კვირის ტრენინგს.
აპლიკაციების მიღება დაიწყება 12 ნოემბრიდან და გაგრძელდება 10 დეკემბრის ჩათვლით. უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ კანდიდატებს.
თითოეულ ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 30
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი
შეხვედრა გაიმართება ყოველ შაბათს, 14:00 საათზე.
პარტნიორები:
პროექტი ხორციელდება განათლების კოალიციის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტი დირექტორებისა და ორგანიზაციის ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ: [email protected]
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები