რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.