კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, UEFA-სთან შეთანხმებით, სამი ადგილი ჰქონდა — ფედერაცია
ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მატჩზე დასასწრებად უეფასთან შეთანხმებული ჰქონდათ დელეგაციის გარკვეული კვოტა. მათი თქმით, თბილისის მერს, კახა კალაძეს ჰქონდა სამი საშვი, რადგან ის ტიტულოვანი ფეხბურთელია.
ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ვერ პასუხობს კითხვას, რომელი საშვით სარგებლობდა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რადგან ის მთავრობის წევრი არ არის, შესაბამისად ოფიციალური დელეგაციის წევრი ვერ იქნებოდა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ მედიასაშუალებები ამ შეკითხვით იწყებთ გუშინდელი მატჩის შემდეგ... კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფასთან შეთანხმებული. ისე, როგორც გასვლით თამაშებზე, ასეთივე ანალოგიურად ხდება [საშინაო თამაშებზეც]... ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციაც ოფიციალურად იყო ცნობილი, ისინი უფრო მეტად წარმოდგენილი იყვნენ VIP ლოჟაში, ვიდრე ჩვენ. სამწუხაროა, რომ არც გულშემატკივრის მოსვლა მოხერხდა გუშინდელ თამაშზე, სამწუხაროა, რომ იმ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც არ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. გუშინ შეზღუდული იყო სია, იცით, რომ ეუფასთან იყო შეთანხმებული.
ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, უეფასთან შეთანხმებული იყო, რომ როგორც წინა თამაშზე, ასევე, ოქტომბერში ანალოგიურად იყო, ოქტომბერში ჩვენ უეფასთან შევათანხმეთ სია, სადაც გათვალისწინებული იყო, რომ კახის ქონდა სამი ადგილი განკუთვნილი. ამას გარდა თამაშზე, VIP ლოჟას რომ ეძახით თქვენ და საერთოდ თამაშზე, იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტირებული მედია, თქვენი კოლოგები და მხოლოდ ფედერაციის თანამშრომლები და ფედერაციის ხელმძღვანელობა", — განუცხადა მუჯირმა ჟურნალისტებს.
საქართველო-მაკედონიის მატჩს გულშემატკივარი ვერა, მაგრამ თბილისის მერი და გენერალური მდივანი კახა კალაძე შვილთან ერთად დაესწრო. პირველი არხის პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ მატჩზე იყო ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ფედერაციის პრეზიდენტი და ამავე პარტიის წევრი ლევან კობიაშვილი და სხვა პირებიც.
პარალელურად გულშემატკივარი მატჩს გარეთ დამონტაჟებულ ეკრანზე უყურებდა. ზოგიერთ მათგანი გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის 2 000-ლარით დააჯარიმეს.
მიუხედავად იმისა, რომ UEFA-მ თამაშებზე მაყურებლის ნაწილის მისვლა სპეციალური წესების დაცვით დაუშვა, საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით, უარი თქვა. ამ მიზეზის გამო, წინა მატჩზეც გულშემატკივრები სტადიონის გარეთ იყვნენ შეკრებილები.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები