როდის გვექნება Covid-19-ის ვაქცინა, ვინ აიცრება პირველ რიგში და სხვა — რა გავიგეთ ახალი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საუბრები იმის შესახებ, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი 1 ან 3 თვის შემდეგ იქნება, გადაჭარბებული იმედებია. მან მის მოადგილე, პაატა იმნაძესთან და NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხათუნა ზახაშვილთან ერთად დღეს, 13 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის შესახებ ჟურნალისტებისა და მოსახლეობაში დაგროვებულ კითხვებს უპასუხეს.
გამყრელიძის თქმით, დღესდღეობით ლაბორატორიებში 150-დან 200-მდე სხვადასხვა ვაქცინაა კოვიდის წინააღმდეგ შექმნილი, აქედან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ფაზებში რამდენიმე ათეულია. მათ შორის მესამე კვლევის ფაზაში არის ხუთამდე ვაქცინა, რომლიდანაც სამს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს. NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ეს არის გერმანული ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიური კომპანიისა და ფაიზერის მიერ შექმნილი ვაქცინა, სადაც კვლევებმა აჩვენა, რომ 90%-ზე მეტი დამცველობა აქვს, მეორე, ბრიტანული ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ასტრაზენეკას მიერ შექმნილი და მესამე, ამერიკული მოდერნას ვაქცინა. სამივე ვაქცინა ამჟამად კლინიკური კვლევების მესამე ეტაპს გადის.
"დიდი ალბათობით არ იქნება მარტო ერთი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული კოვიდის საწინააღმდეგოდ. სხვა სახელმწიფოებს 8 მილიარდი დოზა ვაქცინა აქვთ შეკვეთილი. ეს ვაქცინები, რომლებიც არის კვლევაში არის ორჯერადი გამოყენების, ანუ 3 ან 4 კვირის გამოტოვებით ხდება ინექცია, რომ მიიღო მყარი ჰუმორული ან უჯრედული იმუნიტეტი, ანუ დაცვა", — განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ვაქცინის მისაღებად საქართველომ პირველი შენატანი 4 მილიონი აშშ დოლარი უკვე გადარიცხა. ჯამში კი მისი მიღება 17 მილიონი დოლარი ჯდება. გამყრელიძის ინფორმაციით, 700 000 ადამიანისთვის სამყოფი კორონავირუსის ვაქცინის დოზა უკვე შეუკვეთეს. ვაქცინის დამტკიცების შემდეგ კი, პირველ რიგში, რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები აიცრებიან.
"ჩვენ ვართ გაერთიანებული კოლაქს პლატფორმაზე, რომელიც არის შექმნილი გავის მიერ. გავი არის საერთაშორისო ორგანიზაცია — ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელი ვაქცინაც დამტკიცდება იმის და მიხედვით იქნება გადაწვეტილება მიღებული, რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო", — ამბობს ამირან გამყრელიძე.
13 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 342 პირი, გარდაიცვალა — 37.
ქვეყანაში სულ Covid-19-ის 73 154 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია — 55 511 ადამიანი, გარდაცვლილი — 636.
კარანტინის რეჟიმში 2 447 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 4 957
კოვიდ სასტუმროში — 3 413.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები