"ოცნების" მანქანა აპირებს, გააფორმოს გაყალბებული არჩევნების შედეგები — კაპანაძე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციურ პარტიებთან ჩანიშნა სხდომა 18:00 საათზე, სადაც ის განიხილავს სხვადასხვა ოპოზიცური პარტიის ასეულობით საჩივარს.
კაპანაძის თქმით, ფაქტი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ასეულობით სერიოზული საჩივარის მხოლოდ რამდენიმე საათში და შემაჯამებელი ოქმების დაწერას, მიუთითებს იმაზე, რომ კოორდინირებული, კარგად ორკესტრირებული ქართული ოცნების მანქანა, რომელმაც გააყალბა არჩევნები, ყველანაირი ობიექტური იურიდიული პროცედურის გარეშე აპირებს ოფიციალურად გააფორმოს არჩევნების გაყალბებული შედეგები.
"დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18:00 საათზე ჩანიშნა შემაჯამებელი სხდომა, სადაც აპირებს უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, რომ განიხილოს ყველა საჩივარი ერთად და აქ არის საუბარი ყველა პოლიტიკური ძალის 138 საჩივარზე, რომელიც ეხება პრაქტიკულად ყველა ოლქის ან ოლქების დიდი ნაწილის შედეგების გაუქმებას.
აქ საუბარია ძალიან დროტევად და ხანგრძლივ პროცესზე, ხოლო ცესკო აპირებს, რომ ყველა ეს საჩივარი ერთად, ერთ პუნქტში განიხილოს, როგორც ჩანს ისე, რომ დროც კი არ დაუთმოს, რადგან დღეს სხდომა 18:00 საათზე დანიშნა და 22:00 საათზე ისინი მუშაობას ამთავრებენ. ანუ, როგორც ჩანს, ხელს აწერენ და ყველა საჩივარზე იტყვიან უარს.
მეორე, არის ის, რომ ცესკო დღესვე აპირებს, შეაჯამოს არჩევნები და გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმი. ანუ, პრაქტიკულად ცესკომ დაადასტურა, რომ არ აპირებს არცერთი სერიოზული საჩივრის სერიოზულად განხილვას.
ისე, როგორც აქამდე, არც საოლქო კომისიები არ განიხილავდნენ სერიოზულად და ევროპულ საქართველოს ყველა საჩივარზე უარი უთხრეს, ისევე როგორც, სასამართლოებმა არ განიხილეს სერიოზულად არცერთი პოლიტიკური ძალის საჩივარი და პრაქტიკულად 99%-ზე გადათვლაზეც და გაუქმებაზეც უარი უთხრეს, ზუსტად ანალოგიურად ცესკოც აპირებს, რომ ერთი ხელის მოსმით ამდენი საჩივარი განიხილოს რამდენიმე წუთში და და თქვას უარი და დღესვე გააფორმოს, რომ მეორე ტურები იქნება 21 ნოემბერს.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს კოორდინირებული და კარგად ორკესტრირებული ქართული ოცნების მანქანა, რომელმაც გააყალბა არჩევნები, ყველანაირი შანსის მიცემის გარეშე იურიდიული პროცესისთვის, რომ მართლა ყოფილიყო გადათვლა, უბნების გახსნა და განხილვა საჩივრების, დამთავრდება ასე რამდენიმე წუთში.
ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ქართულმა ოცნებამ და ცესკომ, რომ უარს ამბობს სერიოზულად განიხილოს საჩივრები და გაასწორის ის დარღვევბი და უარს ამბობს, რომ გადახედოს ქართველი ხალხის ნების გაყალბებას" — განაცხადა კაპანაძემ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები