ცესკოს სხდომაზე დეპუტატ გოგორიშვილს მიკროფონი წაართვეს და მისი გაძევება სცადეს
ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს სხდომიდან გააძევეს, თუმცა გოგორიშვილმა ადგილი არ დატოვა. სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"საოლქო შემაჯამებელი ოქმი არის ერთადერთი რამე — შეკრება საუბნო ოქმების. როდესაც ორს პლუს ორი ოქმში რომ არის ხუთი, ამას ვასაჩივრებთ. იმ ოლქში რომ ორი წერია და ხუთი რომ უნდა ეწეროს ან ჩვიდმეტი ამას ვასაჩივრებთ. ამიტომ არის საჭირო, საოლქო შემაჯამებლებზე როდესაც ვლაპარაკობთ, უბნების შედეგებზე საუბარი და იქ არსებულ დარღვევებზე საუბარი", — განაცხადა გოგორიშვილმა სხდომაზე.
გოგორიშვილი თამარ ჟვანიას უსვამდა კითხვას იმის შესახებ, თუ რას აჯამებდა მესამე საკითხში, უბნებიდან შემოსულ ოქმებს, თუ ოლქებიდან.
"თუ საოლქოს ოქმებით აჯამებს, მაშინ არ შეიძლება რომ დღეს შეჯამდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საოლქო ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს ხვალ სასამართლოში, პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოში და ზეგ კიდევ აპელაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს შეჯამების უფლება არ აქვთ. რომ თქვას რომ საოლქოთი ვაჯამებო, უნდა აღიაროს, რომ არ აქვს შეჯამების უფლება. რომ თქვას რომ საუბნოთი ვაჯამებო, მაშინ უნდა თქვას, რომ უბან-უბან უნდა განვიხილო საჩივრები", — თქვა გოგორიშვილმა.
გოგორიშვილს საუბრის უფლება ჩამოერთვა და სიტყვა ლევან თარხნიშვილსა და გიორგი კანდელაკს გადაეცათ. მოგვიანებით გოგორიშვილს თამარ ჟვანიასთვის კითხვის დასმა უნდოდა, რაზეც ჟვანიამ მოითხოვა, რომ გოგორიშვილს საუბრის უფლება არ მისცემოდათ. დაცვის თანამშრომელმა გოგორიშვილის ტრიბუნიდან გაყვანა სცადა და მიკროფონი წაართვეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა, სადაც განიხილება ოპოზიციის მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები