რომელი ნიღაბი როგორ უნდა გამოვიყენოთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ თავი — NCDC-ის რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი პირბადის სახეობებსა და მათი ეფექტიანად გამოყენების წესებს განმარტავს.
ზახაშვილის თქმით, რესპირატორები ყველაზე უკეთ გვიცავს, თუმცა, NCDC-ის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ უმჯობესია ისინი სამედიცინო პერსონალს დავუთმოთ და ჩვენ ჩვეულებრივი, სამედიცინო ან მრავალჯერადი პირბადეები გამოვიყენოთ.
"თხოვნაა ასეთი, რომ რესპირატორების ხმარებით ნუ შეიწუხებთ თავს და ნურც წაართმევთ ამ შესაძლებლობას სამედიცინო პერსონალს. დაუთმეთ რესპირატორი მათ, თქვენ უნდა გამოიყენოთ, მეც მათ შორის, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ან ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ნიღაბი, მრავალჯერადი მოხმარების", — აცხადებს ზახაშვილი.
მისი განმარტებით, ერთჯერადი სამედიცინო ნიღბის გამოყენება მხოლოდ მაშინაა ეფექტიანი, თუ იგი ერთდროულად ფარავს ცხვირს, პირს და ნიკაპს.
"ნიღაბი ერთდროულად უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ჩადიოდეს ნიკაპის ქვემოთ; ნიღაბი საკმაოდ მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული, რისთვისაც სამედიცინო ნიღბებს აქვს ზედა ნაწილში მეტალის ფირფიტა, რომლითაც ვირგებთ ცხვირზე მჭიდროდ და ვცდილობთ, რომ სახეზე მჭიდროდ მოერგოს ნიღბის დანარჩენი ნაწილი. ნიკაპს ქვემოთ ამოტარებული ნიღაბი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ის არ აცურდება და არ შექმნის საფრთხეს, რომ პირს არ გვიფარავდეს", — ამბობს ზახაშვილი.
რაც შეეხება მრავალჯერად ნიღბებს, ზახაშვილის თქმით, მის ეფექტიანობას შრეების რაოდენობა განსაზღვრავს.
"მიაქციეთ ყურადღება, რომ ის არ იყოს ერთშრიანი, ორშრიანი, არამედ, რამდენიმე შრისგან შედგებოდეს. იყოს საკმაოდ მჭიდრო ნაჭრისგან დამზადებული და რაც მთავარია, ხშირად უნდა ირეცხებოდეს და უთავდებოდეს", — აცხადებს ხათუნა ხაზაშვილი.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეხმაურება საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯანმრთელ ადამიანებს სამედიცინო ნიღბის ფერადი მხარე სახისკენ უნდა ჰქონდეთ მიმართული, ხოლო თეთრი გარეთ მოიქციონ. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა და სამედიცინო ნიღაბი ყველა ადამიანმა ერთნაირად უნდა ატაროს — ფერადი ნაწილი გარეთ, ხოლო შედარებით ღია ან თეთრი — სახისკენ.
"ეს ფერადი ნაწილი ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომ ხელს უწყობს წვეთების არეკლვას და შესაბამისად, თუ თქვენკენ მოემართება, ასე ვთქვათ, ინფიცირებული წვეთები მეორე ადამიანის მიერ მათი გამოფრქვევისას, ეს შრე მაქსიმალურად შეეცდება შეაკავოს მათი მოხვედრა თქვენს სასუნთქ სისტემაში. ის თეთრი ნაწილი, რომელიც შიგნით არის მოქცეული, არის უფრო შემწოვი შრე, რომელსაც გააჩნია უნარი, ჩვენი საუბრისას გამოტყორცნილი წვეთები მაქსიმალურად შეაკავოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ ვართ შესაძლოდ ინფიცირებული და ჯერ არ ვიცით ამის შესახებ, ეს შრე ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ გარშემო რაც შეიძლება ნაკლებად გავავრცელოთ ვირუსის შემცველი ნაწილაკები.
ასე რომ, ნიღაბი უნდა ვიხმაროთ სწორად და ნიღაბი უნდა ვიხმაროთ ყველგან, სადაც შეიძლება შევუქმნათ რისკი სხვა ადამიანებს, ან შეგვექმნას რისკი ჩვენ თვითონ", — აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.
13 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 154 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, გამჯანმრთელდა 55 511 ადამიანი, ხოლო, გარდაიცვალა — 636.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
კომენტარები