ბაქრაძის განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი — ხელახალი არჩევნები
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ცესკოს წუხანდელმა გადაწყვეტილებამ დაავიწროვა აშშ-ს ელცთან, კელი დეგნანთან დღევანდელი შეხვედრის თემები და ამიტომ მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა მხოლოდ ერთადერთი საკითხი — ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ.
"ის უკანონო და სამარცხვინოა გადაწყვეტილება, რომელიც ცესკოში მიიღეს და რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება. ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა მოლაპარაკების თემა, ამიტომ მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი — ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ჯერჯერობით პოზიციები არის ერთმანეთისგან დაშორებული, მაგრამ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება. ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის. ამას სჭირდება ახალი არჩევნები, ეს არის განხილვის თემა. უახლოეს დღეებში ველით ახალ შეხვედრას", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
13 ნოემბერს მას შემდეგ, რაც ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ცესკომ შედეგები შეაჯამა და მეორე ტური დანიშნა, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება. ცესკოს სხდომამ, რომელზეც ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი საჩივრები განიხილებოდა, ხმაურით ჩაიარა. საბოლოოდ კი, ცესკომ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციას გასაჩივრებისთვის 1 დღე აქვს.
დღეს, 14 ნოემბერს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა კვლავ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ჩატარდა და მას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც დაესწრო. პირველი შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერები და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჩაერთნენ.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე14 ნოემბერსაა დაგეგმილი.
ამავე თემაზე:
- თალაკვაძე მოსული იყო წინადადებით, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია — ელისაშვილი
- ხმების გადათვლაზე წინა შეხვედრაზე იყო საუბარი, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით — ნათელაშვილი
- აღარ ვიხილავთ ვარიანტებს, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობდა — ვაშაძე დეგნანთან შეხვედრაზე
- არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი დასრულდება, მზად ვართ დიალოგი პარლამენტში განვაგრძოთ — თალაკვაძე
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები