დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების წინასწარი შედეგებიდან მეათე დღესაც ამტკიცებს, რომ არჩევნები მოიგო.

"არჩევნები მოვიგე", — დაწერა მან facebook-ზე.

სოციალურმა ქსელმა facebook-მა ტრამპის პოსტი განაახლა და მიუთითა, რომ სხვადასხვა წყაროების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, ხოლო Twitter-მა ტრამპს იგივე შინაარსის პოსტზე მიუთითა, რომ არსებობს განსხვავებული შინაარსის ინფორმაცია.

ტრამპმა პირველივე პოსტი წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ 8 ნოემბერს გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა.