დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები, რომელიც ახლა არის დაწესებული ქვეყანაში, საკმარისი არაა და ის კიდევ გამკაცრდება.

"გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში მოგეხსენებათ, დაწესებულია და ეს შეზღუდვები არ არის საკმარისი, შესაბამისად, კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე მსჯელობა დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე, კიდევ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს, საღამოს, ხვალ კიდევ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში", — აცხადებს გამყრელიძე.

ის არ აკონკრეტებს, თუ რა შეზღუდვებზეა საუბარი კონკრეტულად. ქვეყანაში ამ ეტაპზე მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა როგორც სატრანსპორტო, ასევე ქვეით მოსიარულეებზე საღამოს ათი საათიდან დილის 5 საათამდე. აკრძალულია კაფეებისა და რესტორნების ფუქნციონირებაც იგივე დროის მონაკვეთში.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა, 3 230 პირი გამოჯანმრთელდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი. მათ შორის:

  • თბილისში — 15;
  • აჭარაში — 5;
  • იმერეთში — 7;
  • შიდა ქართლში — 2;
  • ხოლო ქვემო ქართლში -— 1 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა;
  • აჭარა — 516;
  • იმერეთი — 477;
  • ქვემო ქართლი — 178;
  • შიდა ქართლი — 181;
  • გურია — 82;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 212;
  • კახეთი — 70;
  • მცხეთა-მთიანეთი — 121;
  • სამცხე-ჯავახეთი — 60;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 11.

ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის:

  • თბილისის საავადმყოფოებში — 2 652;
  • აჭარაში — 930;
  • იმერეთში — 1 143.

მძიმე პაციენტის რაოდენობა 787-ია. მათ შორის, თბილისში — 375, აჭარაში — 135, იმერეთში — 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში — 170, აჭარაში — 110, იმერეთში — 27.

კარანტინის რეჟიმში 2 735 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 5 658,
კოვიდ სასტუმროში — 3 315 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში — 17 779, იმერეთში — 5 230.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 82 835-ს შეადგენს, საერთო ჯამში გამოჯანმრთელდა — 65 291, გარდაიცვალა — 733.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: