რა შემთხვევაში მოვა სასწრაფო კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებაზე — მინისტრის ბრძანება
მინისტრის ბრძანებით კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებაზე სასწრაფო დახმარება ყველა შემთხვევაში ვეღარ მივა. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახალი ინსტრუქცია დაამტკიცა, რომლითაც კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის წესები იცვლება.
სასწრაფო დახმარება პაციენტთან მივა იმ შემთხვავაში თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი:
ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა. და ამასთან, პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს:
- 65 წელი და მეტი;
- ორსული;
- მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;
- თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.
თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი:
- მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
- დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
- ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
- კრუნჩხვა.
გ) თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში;
დ) თუ პაციენტი არის უცხოენოვანი;
ე) თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი
შემთხვევა/გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს:
თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა — მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს:
- 65 წელი და მეტი;
- ორსული;
- მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;
- თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი,
გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.
თუ პაციენტს:
- აღენიშნება ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) და აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა;
- აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა;
- აღენიშნება მხოლოდ ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას), არა აქვს გულმკერდის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ. ამასთან, პაციენტი არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს და არ აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან რომელიმე:
- მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
- დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
- ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
- კრუნჩხვა.
როდესაც მოქალაქე ითხოვს მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, აღენიშნება მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.
დღეს 16 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში შეიქმნა ახალი პორტალი, რომელიც მოქალაეებს მისცემს საშუალებას გაიგონ ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და რომელ კლინიკაზე არიან მიმაგრებულები.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები