უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ქართველი ექსპერტები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოში აშშ-ს ჯარის განთავსებით მიმართავენ. ღია წერილი თბილისში სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, 16 ნოემბერს გავრცელდა.

ისინი აღნიშნავენ საქართველოს წვლილს დასავლეთისა და ევროპის ინტერესების განმტკიცებაში და ამბობენ, რომ საქართველო ქვაკუთხედია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში თავისი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად. ექსპერტების შეფასებით, აშშ-ს ხელმძღვანელობით ევროატლანტიკური სისტემა ერთიანობის, თავისუფლებისა და მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.

"ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასატაბილურობის ზონა გახდა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების უმრავლესობა მოდის რუსეთის ამბიციებიდან, აღადგინოს საბჭოთა ეპოქის "გავლენის სფეროები", რასაც მოსკოვი "ახლო საზღვარგარეთად" განიხილავს. თავისუფალი ქმედებებით შთაგონებულმა რუსეთმა თავისი სამხედრო პოზიციების განმტკიცებისთვის ცოტა ხანის წინ მთიან ყარაბაღში სამხედროები განათავსა", — ნათქვამია წერილში.

როგორც წერილის ავტორები აღნიშნავენ, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს თავისუფლებამოყვარული მოქალაქეები ფუნქციური დემოკრატიის შექმნას ცდილობდნენ. მათივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა აშშ-ს მიმართ დადებითად არის განწყობილი, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში აშშ-ს მისიაში სიამაყით მსახურობენ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ს ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მთავარი მხარდაჭერა აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა იქნება.

"ასეთი პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს მოკავშირეების (აშშ/ევროკავშირის) ძალებს როტაციის საფუძველზე, ასევე, ლოჯისტიკურ და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რომელიც ამერიკულ და და მოკავშირეთა ძალებს მიანიჭებს ფართო სპექტრს უწყვეტი ოპერირებისთვის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. ამავე დროს, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობის მხრიდან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს, რითიც თავიდან იქნება აცილებული მყისიერი საფრთხეები და დაეხმარება საქართველოს უფრო მიუახლოვდეს NATO-ს წევრობას", — ნათქვამია წერილში.

როგორც ექსპერტები წერილში აღნიშნავენ, ისინი სრულად მიესალმებიან აშშ-საქართველოს ალიანსის განმტკიცებას, მათ შორის ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის აშშ-ს სამხედრო ძალებს განთავსებას.

წერილს ხელს აწერენ:

  • ზვიად აძინბაია;
  • ეკა აკობი;
  • ირაკლი ალასანია;
  • ირინა არაბიძე;
  • ფიქრია ასანიშვილი;
  • გიორგი ასტამაძე;
  • ნატო ბაჩიაშვილი;
  • გიორგი ბადრიძე;
  • ზურაბ ბატიაშვილი;
  • ზაზა ბიბილაშვილი;
  • ლევან ბოძაშვილი;
  • ეთო ბუზიაშვილი;
  • მიხეილ დარჩიაშვილი;
  • დავით დარჩიაშვილი;
  • ჯაბა დევდარიანი;
  • პაატა გაფრინდაშვილი;
  • კახა გოგოლაშვილი;
  • გიორგი გოგუაძე;
  • თორნიკე გორდაძე;
  • გიორგი გვალია;
  • შოთა გვინერია;
  • გია ჯაფარიძე;
  • თედო ჯაფარიძე;
  • ნინო კალანდაძე;
  • ნოდარ ხარშილაძე;
  • თინათინ ხიდაშელი;
  • ბექა კობახიძე;
  • ბათუ ქუთელია;
  • ხათუნა ლაგაზიძე;
  • ეკატერინე მეტრეველი;
  • გიორგი მგალობლიშვილი;
  • ხათუნა მშვიდობაძე;
  • გიორგი მუჩაიძე;
  • სოფია პეტრიაშვილი;
  • ალექსანდრე პეტრიაშვილი;
  • თენგიზ ფხალაძე;
  • მირიან ფოფხაძე;
  • ირაკლი ფორჩხიძე;
  • დათუნა რაქვიაშვილი;
  • გიორგი რუხაძე:
  • თორნიკე შარაშენიძე;
  • ვასილ სიხარულიძე;
  • გელა ვასაძე;
  • თემურ იაკობაშვილი.