პომპეომ უნდა გამოიყენოს მომენტი და საქართველოში ოპოზიციას შეხვდეს — Washington Examiner
მას შემდეგ, რაც საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შფოთვა იზრდება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უნდა გამოიყენოს მომენტი და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდეს — ამ სათაურით სტატიას Washington Examiner აქვეყნებს.
"ამჟამად საგანგაშოა 31 ოქტომბრის სადავო არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, დიდი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგად არჩევნებამდე ქართული ოცნების სტაბილური ლიდერობა გამოიკვეთა, პარტიამ არჩევნების დღეს მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა. ოპოზიციურმა პარტიებმა უარყვეს შედეგები. ისინი ამტკიცებენ, რომ ე.წ. კარუსელის გამოყენება და ამომრჩევლის დაშინება სერიოზული პრობლემები იყო, რაც მოქმედ მთავრობას უსამართლო უპირატესობას ანიჭებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში ამ მტკიცებებს სანდოობას ანიჭებს", — წერია სტატიაში.
სტატიაში ნახსენებია ისიც, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე იყო დისბალანსი და ბიულეტენთა რაოდენობა მისული ამომრჩევლის რაოდენობას აჭარბებდა.
"მოხსენებაში ნათქვამია, რომ არსებობდა სიტუაციები, როდესაც ბიულეტენებმა გადააჭარბა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. ასევე, აღნიშნულია, რომ სამი ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, არც ერთს არ დაუკმაყოფილდა საჩივრების 17%-ზე მეტი", — წერს Washington Examiner.
სტატიაში გამოთქმულია მწუხარება იმის თაობაზე, რომ პომპეო ვიზიტის დროს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არ შეხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არსებობს.
"სამწუხაროდ, მაშინ როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ პომპეო მისი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მათ შეხვედრის შეთავაზება არ მიუღიათ. თუ აღნიშნული სიმართლეა, ეს იქნება თბილისში აშშ-ის მაღალი დონის წინა ვიზიტებისგან გადახვევა. ეს კი შემაშფოთებელია, რადგან ბოლო არჩევნების არეულობა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ცალკეულ პრობლემას არ წარმოადგენს და ის ასახავს დემოკრატიული ნორმებისგან პრემიერმინისტრ გახარიას ნელ, მაგრამ მზარდ და აშკარა გადახვევას", — ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა საუბრობს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეც. სტატიაში აღნიშნავენ, რომ საქართველო უფრო და უფრო ემსგავსება პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, სადაც არაფერი კეთდება აუთვისებელი საინვესტიციო რესურსის განვითარებისთვის.
"საქართველოს მთავრობას აქვს ფორმალურად დაშოშმინების პოლიტიკის მიმართულება რუსეთთან. 2008 წლის ომში დაკარგული ტერიტორიების ფონზე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობლობისა და სოციალური სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას. ამავდროულად, ვლადიმერ პუტინის ინტერესია, არ დაუშვას საქართველოს ეკონომიკური კავშირების გაძლიერება ევროპასთან, რაც შესრულდა პრემიერმინისტრ გახარიას მიერ. როგორც ჩანს, ქართული ოცნების მილიარდერი ოლიგარქი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, პორტისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო პროექტები ჩაიშალა. ეს ორი ინფრასტრუქტურული ინტერესები საქართველოს მოსახლეობისთვის პოზიტიური იქნებოდა და ხელს შეუწყობდა აუთვისებელ საინვესტიციო რესურსის განვითარებას. ამის ნაცვლად, საქართველო სულ უფრო და უფრო ემსგავსება კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს — ადგილს, სადაც ბიზნესი მოითხოვს ძალაუფლების მქონე პირთა კეთილდღეობას და ბიზნესის კეთებას მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან", — ნათქვამია სტატიაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს, 17 ნოემბერს ეწვევა და გამართავს შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და პატრიარქთან.
Washington Examiner არის ამერიკული კონსერვატიული ახალი ამბების სააგენტო და ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები