ტრიბუნას ოფისში ოპოზიცია შეიკრიბა, ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიები კონტულტაციებს მელიასთან გადიან
ტრიბუნას ოფისში ოპოზიცია შეიკრიბა, ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიები კონტულტაციებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკა მელიასთან გადიან. შეხვედრას ესწრებიან პარტიები: სამართლიანობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ტრიბუნა, თავისუფალი საქართველო, და ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი.
"ბიძინა ივანიშვილის არჩატარებულ არჩევნებში ვინ გადალახა და ვინ არ გადალახა ბარიერი, არასწორი იქნება ამის შეფასება, იმიტომ, რომ დაწერეს ადამიანებმა შედეგები. რამდენიმე ადამიანი დაჯდა და დაწერეს ის, რაც მათ სურდათ. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი არის ერთიანი მოთხოვნაში და ეს მოთხოვნა არის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური. ყველა ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში კრიზისი განიმუხტება მხოლოდ მაშინ, როცა თუ ჩატარდება ახალი არჩევნები", — განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ტრიბუნას ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარტიებმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს .
"განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რასაც ყველანი განიხილავენ. რაც არის ახლა აქტუალური – არჩევნების არ აღიარება, ბოიკოტი და როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში პროცესები. ისედაც აქტიურად ვართ ჩართულები, ყველა აქციაში ვმონაწილეობთ და გავაგრძელებთ აქტიურად", — აცხადებს ჭიჭინაძე.
პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, მათ შორის, ხვალინდელი პროტესტის ფორმაზეც იყო საუბარი.
"საორგანიზაციო შეხვედრა იყო უფრო მეტად. ვსაუბრობდით მიმდინარე პროცესებზე. აქცია, სადაც იქნება ცოცხალი ჯაჭვის შინაარსით ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოხატული პროტესტის ფორმა და ვსაუბრობდით როგორც ხვალინდელ, ისე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", — ამბობს ბესელია.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპიზიცია არ აღიარებს და ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავს. პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი უკვე თქვეს. ისინი აქციებს პერმანენტულ რეჟიმში მართავენ — მორიგი მდუმარე აქციაა დაგეგმილი ხვალ, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ვიზიტისას ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას აანონსებენ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები