აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისში ჩამოფრინდა

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოფრინდა. აეროპორტში მან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.
სამუშაო შეხვედრებს მაიკ პომპეო ხვალ დილიდამ დაიწყებს. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. გარდა ამისა, ის შეხვედრებს მესამე სექტორთანაც გამართავს.
სახელმწიფო მდივანს არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები ოპოზიციასთან და ოპოზიცია მდუმარე აქციის გამართვას გეგმავს.
პომპეო საქართველოს ხვალ შუადღით დატოვებს.
გაიგეთ მეტი:
- მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს — ბაქრაძე
- ზალკალიანის თქმით, ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს ისეთ მაღალ ნიშნულზეა, როგორც არასდროს
- სადავო არჩევნების შედეგების ფონზე მხოლოდ მთავრობასთან შეხვედრა შეცდომაა — კელი პომპეოზე
- აშშ-ის ბაზების მუდმივად განთავსება ჩვენი უსაფრთხოებისთვის პრინციპული საკითხია — უგულავა
- დავანახებთ მთელ მსოფლიოს, რომ არ ვიღებთ ოლიგარქის თამაშის წესებს — ბოკერია მდუმარე აქციაზე
- ქართველი ექსპერტები მაიკ პომპეოს საქართველოში აშშ-ს ჯარების განთავსებით მიმართავენ
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები