ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა რუსეთთან კავშირს უარი უთხრა.

"ვფიქრობ, არჩევნების შედეგები აჩვენებს, რამდენად აშკარად უარყოფს ქართველი ხალხი რუსეთთან კავშირს. ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელია და ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ, როგორც ჩემმა კოლეგამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან თქვა, რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს. ეს არ არის კეთილი ნების გამოვლინება და ბევრს ისევ ახსოვს 2008 წლის ომის ტკივილი. მე ვიტყოდი, რომ არსებობს რეალობა, არსებობს პრაგმატიზმი იმის შესახებ, რომ რუსეთი არის საქართველოს მეზობელი, მაგრამ მათი ორიენტაცია დასავლეთისკენ არის მიმართული, ევროკავშირისკენ", — განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლემა.

დიპლომატებმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოს შესახებ ისაუბრეს. სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობაზე, 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ის თბილისში 24 საათზე ნაკლები იყო და უკვე წავიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა. ასევე, პომპეო შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ცნობილია, რომ NGO-ებთან საუბრის ძირითადი თემა სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო.

შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ. ვიზიტის დასრულების შემდეგ პომპეომ თავისი წარმომადგენელი დატოვა, რომელიც ოპოზიციის წევრებს შეხვდა.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: