მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე ხელისუფლებისგან ველოდებით გონივრულ წინადადებას — კაპანაძე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებისგან ელოდება "გონივრულ წინადადებას". კაპანაძის თქმით, სხვა შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ პროტესტს, როგორც მშვიდობიანი მანიფესტაციებით, ისე სხვა ფორმებით.
"ჩვენ ველოდებით მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს და ველოდებით, რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაც გონივრული წინადადება იქნება. თუ ეს გონივრული წინადადება არ იქნა წამოყენებული და თუ ისინი უარს აცხადებენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიას, რომელიც აქამდე გვაქვს შემუშავებული. რაც გადის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არჩევნების შედეგების არაღიარებაზე, ამ პარლამენტის ლეგიტიმურად არცნობაზე და როგორც გარეთ, მშვიდობიანი მანიფესტაციების გზით, ისე სხვა ფორმების გამოყენებით პროტესტზე. იმის მცდელობაზე, რომ მიღწეული იქნას ახალი არჩევნები რაც შეიძლება მალე", — აცხადებს კაპანაძე.
მისი თქმით, მოლოდინი, რომ ინიციატივას ოპოზიცია გამოიჩენს არაადეკვატურია. კაპანაძე ამბობს, რომ ისინი მოლაპარაკებებში ჩართულები იქნებიან, თუმცა, წინადადებას ხელისუფლებისგან ელოდებიან.
"მოლოდინი ოპოზიციური პარტიებისგან, რომ ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს არის სრულიად არაადეკვატური. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩართული ვიქნებით, ბუნებრივია, მოლაპარაკებებში და ვნახავთ რა წინადადებით მოვა ქართული ოცნება. თუ ისინი წინადადებას არ მოიტანენ, მაშინ მივიღებთ ერთპარტიულ, საბჭოური სტილის პარლამენტს", — განაცხადა კაპანაძემ", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
როგორც კაპანაძე ამბობს, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ამ გადაწყვეტილებას არანაირი ფაქტორის გავლენით არ შეცვლიან.
"ჩვენ პოზიციაზე გავლენას არ ახდენს არც ერთი სხვა ფაქტორი. ეს პოზიცია გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, როდესაც გააყალბა არჩევნები; იმ რეალობიდან, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ეს არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებას "გავუპრავოთ" ეს პარლამენტი. მას შეეძლო, რომ ეთამაშა წესებით, შეეძლო, რომ არ გაეყალბებინა და გვქონოდა ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, მაგრამ, მან ეს გზა არ აირჩია", — აცხადებს სერგი კაპანაძე.
12 ნოემბერს ოპოზიციური პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი გაიმართა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში.
14 მარტს, მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც ესწრებოდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ შეხვედრაზე დაასახელეს კონკრეტული განსახილველი საკითხი და შემდეგ ნაბიჯს ხელისუფლებისგან ელოდებიან.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ.
გაიგეთ მეტი:
- თალაკვაძე მოსული იყო წინადადებით, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია — ელისაშვილი
- ვაშაძის თქმით, ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე არჩევნების თარიღზე ისაუბრებენ
- ხმების გადათვლაზე წინა შეხვედრაზე იყო საუბარი, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით — ნათელაშვილი
- ბაქრაძის განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი — ხელახალი არჩევნები
- ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება
- ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, ვიკრიბებით შაბათს — გიგი უგულავა
- გვსურს მივიდეთ იმ შედეგთან, როცა ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს — თალაკვაძე
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები