აშშ-ში ნაძვის ხის ყუთში ერთი ციცქნა ბუ იპოვეს ჩარჩენილი და გადაარჩინეს
აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, ველური ბუნების დამცველებმა ერთი ციცქნა ჩრდილოამერიკული ფეხბუმბულიანი ბუკიოტი გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც ის როკფელერის ცენტრის საშობაო ნაძვის ხის ტრანსპორტირებისას მუშებმა იპოვეს. ნაძვი ონეონტადან ნიუ-იორკში 273 კმ-ის მანძილზე გადაჰქონდათ.
"ეს ფილმიდან გადმოსულ ამბავს ჰგავს", — თქვა რეივენსბერდის ველური ბუნების ცენტრის ხელმძღვანელმა ელენ კალიშმა, რომელიც ახლა ბუს უვლის.
ბუმბულებიანი უბილეთო მგზავრი — რომელსაც ახლა უკვე როკფელერი დაარქვეს — ჩამოსვეს და ველური ბუნების დაცვის ცენტრში წაიყვანეს. კალიშის გუნდმა მას სითხე და "იმდენი თაგვი მისცა, რამდენის შეჭმასაც მოახერხებდა". საბრალო ბუს გზაში 3-დღიანი მოგზაურობის დროს საჭმელი და სასმელი საერთოდ არ ჰქონია.
ოთხშაბათს ღამით, 18 ნოემბერს, როკფელერი სამედიცინო შემოწმებაზე მიიყვანეს და რენტგენი გადაუღეს, თუმცა კალიში ამბობს, რომ ამხელა მოგზაურობის გათვალისწინებით ის შესანიშნავ ფორმაშია.
"ჯერჯერობით ბუ ნაღვლიანი და ფრთხილია. ძალიან ფხიზელი, ნათელი თვალები აქვს. წარმოუდგენლად საყვარელია", — თქვა კალიშმა.
როკფელერის პაწაწინა ზომის მიუხედავად, ის ზრდასრულია. ფეხბუმბულიანი ბუკიოტები აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის ყველაზე პატარა ბუები არიან და, კალიშის თქმით, როგორც წესი, 17-21 სმ-მდე იზრდებიან.
"ძალიან საინტერესო სახეობაა", — თქვა კალიშმა. ისინი "უკიდურესად" ღამის ფრინველები არიან, რაც ნიშნავს, რომ მათ, ჩვეულებრივ, ვერსად ნახავთ, თუ განზრახ არ დაუწყებთ ძებნას. ზოგი მათგანი ზამთრისთვის სამხრეთისკენ მიემართება, ზოგი კი საერთოდ არ მიგრირებს.
როგორც კი როკფელერი გამოჯანმრთელდება, კალიში და რეივენსბერდის გუნდი მას ველურ ბუნებაში გაუშვებს. "ჩვენი მიზანია, [ბუნებაში] გავუშვათ ყველა ფრინველი, რომლის გაშვებაც შესაძლებელია", — განაცხადა მან.
კალიშის თქმით, აშშ-ში დაახლოებით ორი მილიონი ფეხბუმბულიანი ბუკიოტი გვხვდება, ამიტომ როკფელერმა მთლად ონეონტაში დაბრუნება რომც ვერ მოახერხოს, ის მაინც კარგად იქნება. "ისინი ყოველ წელს ახალ პარტნიორს პოულობენ და ცხოვრებას აგრძელებენ", — თქვა მან.
2020-ის ყველა ცუდი ამბის გათვალისწინებით, ციცქნა ბუს გადარჩენა "ის ამბავია, რომლის გაზიარებაც საჭირო იყო".
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები