სასამართლომ სოც.მუშაკის გათვისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, სააგენტოს მისი აღდგენა დაევალა
მარტში გათავისუფლებული სოციალური მუშაკის, თეა მაღრაძის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და მაღრაძის სამსახურში აღდგენა დაევალა.
2020 წლის თებერვალში მთავრობის მიერ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო სოციალურ სააგენტოს გამოეყო გარკვეული ფუნქცია-მოვალეობები და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა. მანამდე სახელმწიფო სოციალურ სააგენტოში დასაქმებული სოც.მუშაკებიც სწორედ ახალ სააგენტოში გადავიდნენ, თუმცა, არა ყველა. სოციალურმა სააგენტომ 33 სოც.მუშაკს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა, მიზეზად კი სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაცია დაასახელა. ამასთან, ტრეფიკინგის სააგენტომ რამდენიმე კვირაში გამოაცხადა კონკურსი და დაიწყო ახალი სოც.მუშაკების მოძიება.
დეტალების გასარკვევად On.ge დავით ომსარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციისას გაურკვეველი იყო, რა კრიტერიუმებით გადაარჩიეს სოციალური მუშაკები, რომელთა ნაწილი სამუშაოდ ტრეფიკინგის სააგენტოში გადავიდა, ნაწილი კი, უბრალოდ, გაათავისუფლეს. ომსარაშვილმა აღნიშნა, იყო საუბრები, თითქოს, სოც.მუშაკები კვალიფიკაციის საფუძველზე გაუშვეს, მაგრამ ეს ფაქტი არ დადასტურებულა.
"გათავისუფლების ბრძანებაში მიზეზად ეწერა რეორგანიზაცია, რომელმაც გამოიწვია კადრების შემცირება. ამ დროს, სოც.მუშაკების პროფესიული გაერთიანება ამბობდა, რომ პირიქით, სოც.მუშაკების რაოდენობა საკმარისიც კი არ იყო, არათუ, ვინმე გაეთავისუფლებინათ. კანონში შეტანილი ცვლილებებითაც სოც.მუშაკების რაოდენობის შემცირება არ განიხილებოდა, არამედ, პირიქით, რაოდენობის გაზრდა", — განაცხადა დავით ომსარაშვილმა.
როგორც ადვოკატი ამბობს, თბილისში სულ 7 სარჩელია შეტანილი და ყველა მათგანის საქმეს თავად ხელმძღვანელობს. ამ ეტაპისთვის მხოლოდ მაღრაძის სარჩელი განიხილეს, ხოლო დანარჩენების სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.
"მიზეზი დაიდო რეორგანიზაცია. ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ. ამბობდნენ, არ სჭირდებოდათ საკადრო ხალხი. რეალურად იყო ვაკანტური ადგილები სოციალურ სააგენტოშიც და ტრეფიკინგის სააგენტოშიც, მე რომც არ გავეშვი, მაინც იყო ადგილები, შტატის შემცირება არ მომხდარა. თავიდანვე ვამბობდი, რომ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ეს ყველაფერი. ოქტომბრის თვეში ისეც სოციალურმა სააგენტომ შემომთავაზა სამსახური, ძალიან მჭირდებოდა და დავთანხმდი, თუმცა, მხოლოდ ერთი თვით დამიდო ხელშეკრულება, ახლა კიდევ ერთი თვით გამიხანგრძლივა. ჩემს პოზიციაზე არ ვმუშაობ, ველოდები საბოლოო შედეგს, რომ დავუბრუნდე ჩემს პროფესიას", — განაცხადა თეა მაღრაძემ.
თეას თქმით, თუ მოპასუხე მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს, ფსიქოლოგიურად მზად არის, რომ საქმეს ბოლომდე მიყვეს.
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
კომენტარები