2021 წელს ტოლკინის შუახმელეთის სამყაროს აქამდე უცნობი კრებული გამოვა
2021 წლის ზაფხულში ჯ. რ. რ. ტოლკინის აქამდე გამოუქვეყნებელი ნაწერების კოლექციის გამოცემა იგეგმება. ესეების კრებული შუახმელეთის სამყაროზე მოგვითხრობს და უამრავ სხვადასხვა თემას შეეხება, დაწყებული ელფური რეინკარნაციით და დამთავრებული იმით, თუ რომელ პერსონაჟებს ჰქონდათ წვერები.
ახალ კრებულს შუახმელეთის ბუნება (The Nature of Middle-earth) ერქმევა და მას ივნისში HarperCollins გამოსცემს, რომელიც მკითხველს ჰპირდება, რომ კრებული მათ "სილმარილიონის, დაუსრულებელი მოთხრობებისა და ბეჭდების მბრძანებლის სამყაროში დააბრუნებს". გამომცემლობას აქამდე ტოლკინის არაერთი უცნობი ნამუშევარი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის ჰურინის შვილები, ბერენი და ლუთიენი და გონდოლინის დაცემა.
ტოლკინის შუახმელეთის სამყაროს პირველი ამბავი ჰობიტი 1937 წელს გამოიცა, ბეჭდების მბრძანებელი კი მას 1954 და 1955 წლებში მოყვა. მიუხედავად ამისა, HarperCollins-ის ხელმძღვანელი კრის სმიტი ამბობს, რომ ავტორმა შუახმელეთის შესახებ წერა მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც განაგრძო.
"მისთვის შუახმელეთი უზარმაზარი სამყაროს ნაწილი იყო, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაკვლევი ჰქონდა. შუახმელეთის ბუნებაში ასახულია ის მოგზაურობები, რომლებიც მან თავისი უნიკალური ქმნილების უკეთ გასაგებად აწარმოა", — ამბობს სმიტი.
სმიტი ამბობს, რომ ახალი კრებული არის "ნამდვილი საგანძური, რომელიც მკითხველს იმის საშუალებას აძლევს, ზუსტად აღმოჩენის გაკეთების მომენტში გადაიხედოს პროფესორი ტოლკინის მხარს იქით: და თითოეულ გვერდზე შუახმელეთი კიდევ ერთხელ საოცრად ცოცხლდება".
კრებულში შესულ თემებს შორისაა ელფების უკვდავობა და რეინკარნაცია; შუახმელეთის ღვთისებრი სულების, ვალარის, ბუნება; ნუმენორის მიწები და მხეცები; გონდორის სამეფოს გეოგრაფია; და ისიც კი, თუ ვის ჰქონდა წვერები. ფანებში დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი ის, თუ რამდენად შეეძლოთ ელფებს, ჰობიტებსა და თვით ჯუჯა-ქალებსაც კი წვერის გაზრდა.
ნაწერების რედაქტორი კარლ ფ. ჰოსტეტერი იქნება — ტოლკინის ექსპერტი და "ელფური ენათმეცნიერული საძმოს" ხელმძღვანელი, რომელიც 1985 წლიდან მოყოლებული ნასას კომპიუტერული ინჟინერია. ჰოსტეტერი აქამდე ტოლკინის ნაშრომებზე მწერლის უმცროს შვილთან, კრისტოფერთან, ერთად მუშაობდა.
თუ მსგავსი ლიტერატურული სიახლეები არასდროს გყოფნის და თან ყოველთვის ეძებ ახალ საკითხავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა წავიკითხო?
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები