TDI საპატრიარქოს მიერ ტრადიციული რელიგიების შემწყნარებლობაზე საუბარს საგანგაშოს უწოდებს
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საპატრიარქოს მიერ შემწყნარებლობაზე "ტრადიციული რელიგიების" კონტექსტში საუბარს საგანგაშოს უწოდებს. რელიგიის თავისუფლების საკითხი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის მიზანი. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, შეხვედრაზე "ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა მათთვის უცხო არ არის".
არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაუგებარია, ვის გულისხმობს საპატრიარქო "ტრადიციულ რელიგიებში".
"ნათელია, რომ იგი [საპატრიარქო] შემწყნარებლობასა და რელიგიის თავისუფლებას მხოლოდ რელიგიური გაერთიანებების ერთი ნაწილის მიმართ აღიარებს. საქართველოს კანონმდებლობა არ ყოფს რელიგიურ ჯგუფებს ტრადიციულ, არატრადიციულ ან რაიმე სხვა ნიშნით განსხვავებულ გაერთიანებებად. კონსტიტუცია იცავს ყველას რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
TDI-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოში შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია არადომინანტური რელიგიური ჯგუფების მიმართ სისტემური პრობლემაა. ამგვარი დამოკიდებულების წყარო კი ხშირად საზოგადოება, სახელმწიფო ან თავად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არიან.
"რელიგიური უმცირესობები დღემდე განიცდიან სისტემურ დისკრიმინაციას, ვერ ახერხებენ ისტორიული ქონების დაბრუნებას, ხელოვნური დაბრკოლებები ექმნებათ ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობისას, ხშირია შეუწყნარებლობის შემთხვევები საგანმანათლებლო სივრცეში, პასუხისგებაში არ არიან მიცემული კონკრეტული პირები რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამო და სხვა", — განმარტავენ არასამთავრობოში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ფონზე, გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის მიერ უმაღლესი დონის შეხვედრაზე გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის თანახმად, ის შემწყნარებლობას იჩენს მხოლოდ რელიგიური ჯგუფების ერთი ნაწილისადმი, შესაძლოა, შეუწყნარებლობის ახალი ტალღა წარმოშვას და ხელი შეუწყოს რელიგიური გაერთიანებების კატეგორიზაციასა და იერარქიზაციას.
"გარდა ამისა, თუკი საპატრიარქო "ტრადიციულ რელიგიებში" მაგალითად, სომეხთა სამოციქულო ან კათოლიკე ეკლესიებსაც მოიაზრებს, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სომხური და კათოლიკური ისტორიული ტაძრების ნაწილი, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა ჩამოართვა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საპატრიარქომ მიისაკუთრა. მსგავსი მაგალითები ნამდვილად ვერ გამოდგება შემწყნარებლობის ნიმუშად", — ამბობენ TDI-ში.
მათივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან რელიგიის თავისუფლების თემატიკაზე გამართული შეხვედრისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, როგორც საპატრიარქოს მიერვე გავრცელებული განცხადებიდან იკვეთება, რელიგიური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ კონტექსტში საუბარი არჩიეს.
18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რელიგიის თავისუფლება დაასახელა.
პომპეო თბილისში 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები 18 ნოემბერს ჰქონდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, პატრიარქ ილია მეორესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ. ვიზიტის დასრულების შემდეგ პომპეომ თავისი წარმომადგენელი დატოვა, რომელიც ოპოზიციის წევრებს შეხვდა.
გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე:
- არჩევნები, დარღვევები, რეფორმები და ბოიკოტი — პომპეოს ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი
- სასამართლო სისტემა, ე.წ. კლანი და ბიძინა ივანიშვილი — რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები მაიკ პომპეოს
- ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია — აშშ-ის საელჩო პომპეოსა და NGO-ების შეხვედრაზე
- პომპეომ და პატრიარქმა განიხილეს საქართველოს როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით — საელჩო
- გახარიასთან შეხვედრისას პომპეომ ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა — საელჩო
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები