ISFED პარტიებს მოუწოდებს, უბნებთან ამომრჩევლებს ხმის მიცემის დროს ხელი არ შეუშალონ
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ ამომრჩევლებს და არ შეუქმნან არაკომფორტული და მტრული გარემო საარჩევნო უფლების განხორციელებისას. ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლება — ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს.
21 ნოემბერს მეორე ტური პოლიტიკური კრიზისისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდება. ISFED-ში აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდებიან. მათივე თქმით, სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისია მეორე ტურზე უკონკურენტო საარჩევნო გარემოსა და კორონავირუსის შემთხვევების დრამატულად ზრდის მიზეზების გათვალისწინებით, ლიმიტირებული იქნება.
"ოპოზიციურმა პარტიებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს და საარჩევნო ბიულეტენში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი იქნება მოცემული, ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტი და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა მნიშვნელოვნად აზრს უკარგავს საარჩევნო უბნებზე არჩევნების პროცესის დაკვირვებას. ამასთან, კოვიდ-ინფექციით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის ფონზე ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, დამკვირვებელთა მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე ყოფნა მათ ჯანმრთელობას გაუმართლებელ რისკებს უქმნის", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სამართლიანი არჩევნები, ასევე, მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს აფასებს:
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით გამართულ ნაწილში 30 მაჟორიტარული ოლქიდან პირველ ტურში გამარჯვება მმართველი პარტიის ქართული ოცნების 13-მა კანდიდატმა მოიპოვა, შესაბამისად, დარჩენილი 17 მანდატის მოსაპოვებლად მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. მეორე ტურში მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზეა დანიშნული, რომლებიც უარს აცხადებენ როგორც პარლამენტში შესვლაზე, ასევე, მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, ძირითადად, 31 ოქტომბრის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილმა დისბალანსმა გამოიწვია, გადასწორებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა და საუბნო კომისიის წევრების ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე შედგენილმა შესწორების ოქმებმა, რომლებთან დაკავშირებული საჩივრების კრიტიკულად მაღალი რაოდენობა საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა.
ISFED-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის უარმა, გადაეთვალა პრობლემური საარჩევნო უბნები, კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები შედგენილი შესწორების ოქმების სანდოობასთან დაკავშირებით და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გაამძაფრა.
სამართლებრივი გზებით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობის არ გამოყენების შემდეგ, შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა. მხარებს შორის, უცხოელი ელჩების ფასილიტაციით, ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მეორე ტურამდე შეთანხმება ვერ შედგა.
საჩივრების არასამართლიანი განხილვის ფონზე, 8 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ ცესკოსთან გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცავმა ორგანოებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ აქცია დასაწყის ფაზაში იყო და შეკრების და მანიფესტაციის კანონიერ ფორმას არ გასცდენია. აღნიშნული სამართლიანი არჩევნების მიერ შეფასდა, როგორც არაპროპორციული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, რომლებსაც აქციაზე გასათბობად შეშა მიჰქონდათ. მათგან ორი პირი სასამართლოს მიერ დაჯარიმდა, ხოლო ერთს 3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
7 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა. იმავე დღეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგი გამართა და თავმჯდომარის გარდაცვალება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა. მისი თქმით, წინა დღეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, მათ შორის ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლა განახორციელეს. მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა "ამ მიმართულებით" გამოძიების დაწყებისკენ. იმავე დღეს, პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისა და ჯგუფური იძულების ბრალდებით ორი პირი — აკაკი ხორბალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდათ. ისინი გარდაცვლილის ახლო მეგობრები არიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ადვოკატების თქმით, მათ დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ხოლო დაკავებულები ბრალდებას მათ მიერ ტელეკომპანია მთავარის ეთერში საარჩევნო დარღვევებზე საუბარს უკავშირებენ.
არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციური პარტიის ოფისების დაზიანების ორი ფაქტი დაფიქსირდა. 16 ნოემბერს, გლდანში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი დაიწვა. კანდიდატის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოფისის ფანჯრები გამიზნულად ჩაამსხვრიეს, "მოლოტივის კოქტეილები" ესროლეს და ცეცხლი განგებ წაუკიდეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
15 ნოემბერს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ჩაამსხვრიეს ენმ-ს ოფისის ფასადი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. 19 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში მხილებულია ერთი პირი, რომელიც ბრალს აღიარებს.
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
კომენტარები