მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC, სადაც, არსებული ინფორმაციით, მძარცველი შეიჭრა, აცხადებს, რომ სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გააკეთებს ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. კომპანიაში არ საუბრობენ მძევლების შესახებ, ასევე იმაზე, თუ რამდენი ადამიანი შეიჭრა შენობაში.

"ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ განცხადება, ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს, ჩვენი თანამშრომლების ჯამრთელობა ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა", — აცხადებენ კომპანია.

ინფრმაცია იმის შესახებ, რომ წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში შეიჭრნენ დაახლოებით 17:00 საათისთვის გავრცელდა. On.ge-ს ინფორმაციით, ჩვენი ინფორმაციით, შენობაში არიან მძევლებიც.