ვნერვიულობ სერგეენკოზე, რას შვება იმ დაძაბულ ბრძოლაში? გავგიჟდები, რომ ვერ გაიმარჯვოს — ელისაშვილი
"ვნერვიულობ [დავით] სერგეენკოზე. რას შვება იმ დაძაბულ ბრძოლაში?" — ასე ირონიულად გამოეხმაურა პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს, რომელსაც იგი ბოიკოტს უცხადებს.
"გავგიჟდები, რომ ვერ გაიმარჯვოს... აბა, თქვენ იცით, ბატონო დავით, საბურთალო თქვენთანაა... დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენ იქნებით კომპარტიის 27-ე ყრილობის დელეგატი საბურთალოდან", — წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.
საბურთალოს ოლქში მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი დავით სერგენკო და მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გავიდნენ. თუმცა ელისაშვილი, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მონაწილეობას არ იღებენ.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.
არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.
ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.
ამასთან, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის სენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის
-
გადახედვასტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაპარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან პარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
-
გადახედვა84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით 84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
კომენტარები