მეორე ტურში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, "გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად" კობახიძე ამომრჩეველს აქტივობისკენ მოუწოდებს
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, "გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად" ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს აქტივობისკენ მოუწოდებს. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ეს განცხადება საარჩევნო უბანთან, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.
"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი ის გამარჯვება, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ. რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაღალი აქტივობისკენ, ისეთივე აქტივობისკენ, როგორიც გამოვლინდა არჩევნების პირველ ტურში. აქტივობა ლოგიკურია, რომ უფრო დაბალია, ვიდრე იყო პირველი ტურის დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნა და მოწოდებაა ამომრჩევლისკენ, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ დღევანდელ დღესაც, იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად", — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეს "სათანადო არჩევანი" გააკეთა, "როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას".
კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ოპოზიციის ბოიკოტის შესახებაც. მისი თქმით, ეს არასწორი ნაბიჯია და "მათ არ სურთ დამარცხების მიღება".
"როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს. 2016 წელსაც იყო ზუსტად იგივე ვითარება, 2016 წელსაც უარი თქვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე, რაც არ არის სწორი ნაბიჯი, პირდაპირ შეიძლება ითქვა. მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფორმება, აქედან გამომდინარე, ისინი თავს იკავებენ მეორე ტურებში მონაწილეობისგან ზედიზედ მეორე არჩევნებია. ეს არ არის ის ნაბიჯი, რომლითაც პოლიტიკაში უნდა იმოქმედო", — თქვა კობახიძემ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები