თავს იზღვევენ წინასწარ, იციან, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ — კაპანაძე "ოცნებაზე"
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მათი სურვილია არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, ამიტომ, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ფარულად ახდენს ამომრჩევლების მობილიზებას, არის ფარსი.
"ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ფარულად მიაღებინო შენს მომხრეებს არჩევნებში მონაწილეობა, აბა მაშინ კამპანია რა საჭიროა?! მთელი კამპანია მაგაზე არის ხოლმე, რომ მოვიდნენ და მხარი დაგიჭირონ. ჩვენი კამპანია ახლა არის, რომ პირიქით, არ მოვიდნენ ხალხი მეორე ტურში, ამიტომ, ეს არის ფარსი", — ამბობს კაპანაძე.
როგორც კაპანაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, ქართული ოცნება წინასწარ იზღვევს თავს იმ შემთხვევისთვის, თუ მათზე გაბრაზებული ამომრჩეველი მაინც მივა არჩევნებზე და ხმას ოპოზიციას მისცემს.
"მე მაინც მაქვს ჩემი აზრი, ამას რატომ აკეთებენ. აკეთებენ, ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც კარგად ესმით, რომ ხალხი შეიძლება მართლა მივიდეს, თავისით, და მათ შორის, ორივე გადახაზოს, მათ შორის, მაინც ოპოზიცია შემოხაზოს. გაბრაზებული ხალხი, ქართულ ოცნებაზე. თავს იზღვევენ წინასწარ, იმიტომ, რომ შედეგები რომ ამოვა ნახავენ, რომ ისეთი დიდიც არ იქნება, როგორც მოლოდინი არის", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა შედეგით დასრულდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რადგან ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის.
"რა მნიშვნელობა აქვს ახლა რა შედეგი იქნება მეორე ტურში, მაშინ, როდესაც არ ვმონაწილეობთ?! ღიად გაცხადებული მიდგომა გვაქვს და პირიქით, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და ამ ფარსში მონაწილეობა არ მიიღონ. ამიტომ, სრულიად გაუგებარია რაში იზღვევენ თავს და რაში სჭირდებათ ამ სიყალბის საუბარი. მარა, ნუ, ეგეთ ძალად ჩამოყალიბდნენ — მთავარია მათთვის, რომ რასაც დაავალებენ ის თქვან და აღარ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენად კომიკური არის, ან რამდენად არარელევანტური დავარასერიოულია", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს მეორე ტურში მონაწილეობაზე. ამის პარალელურად, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ფარულად ახდენს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას. მსგავსი განცხადებები გააკეთეს დღესაც, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში იმართება.
არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები