საგანგებოდ მნიშვნელოვანია სადისტური მმართველობის სისტემის დამარცხება — ვოლსკი "ოცნების" გამარჯვებაზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნებში ქსრთული ოცნების გამარჯვება არაერთი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის "სადისტური მმართველობის სისტემის დამარცხება" საგანგებოდ მნიშვნელოვანია.
"ძვირფასო მეგობრებო, არჩევნებში ჩვენი ერთობლივი გამარჯვება არაერთი ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია სადისტური მმართველობის სისტემის დამარცხება, სოციალური პაკეტის გაზრდა და ათასობით სიცოცხლის გადარჩენა, მრავალი საშინაო და საგარეო საფრთხეების მიუხედავად სტაბილურობის შენარჩუნება და მყარი პოზიციების დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, წარმოებების და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება", — დაწერა ვოლსკიმ ფეისბუქგვერდზე.
ვოლსკის თქმით, დღევანდელი საქართველო მსოფლიო რეიტინგების ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზეა.
"დღევანდელი საქართველო მსოფლიო რეიტინგების ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზეა. ჩვენი სამომავლო პროგრამა ყველა ამ მიმართულების ახალი ძალით განვითარებას გულისხმობს! შემცირების მიუხედავად, მემკვიდრეობით მიღებული სოციალური პრობლემები კვლავ მძიმე ტვირთად გვაწევს! ამასთანავე არათუ ჩვენი სამშობლო, არამედ მსოფლიო დგას არაერთი ახალი გამოწვევის წინაშე", — აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნები ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა აღიარა და ამან "დესტრუქციული პოლიტიკური ძალების" აგრესია კიდევ უფრო გაამძაფრა.
21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ქართული ოცნების 17-ივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ისინი ამას არც განიხილავენ.
არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებები არ ჩაეტარებინათ და სრული იგნორი გამოეცხადებინათ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები