ილიჩოვა-მელაშვილის ადვოკატები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ზურაბიშვილისა და ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვენ
ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვენ.
როგორც მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა On.ge-ს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ის შესაძლოა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს იმ პერიოდთან დაკავშირებით.
"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, იმ სადავო პერიოდში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. შესაბამისად, ეს კომისია, სადაც ილიჩოვა-მელაშვილი საქმიანობდნენ ექვემდებარებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს, სალომე ზურაბიშვილს. ასევე, საქმის მასალებში კომისიის თავმჯდომარის ჩვენებიდან იკვეთება, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ყველა საკითხი, რომელიც კომისიის საქმიანობას უკავშირდებოდა, თანხმდებოდა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სალომე ზურაბიშვილთან. შესაძლოა მას ჰქონდეს და აქვს, ჩვენი აზრით, ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საქმეში", — განაცხადა მარიკაშვილმა.
ადვოკატის თქმითვე, რადგან დასტურდება, რომ რუკების მოძიების საქმეში ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავად ჩართო დავით ხიდაშელი, მისი პოზიციაც მნიშვნელოვანი იქნება.
"საჯარო განცხადებები რაც არის, იგივე ირაკლი ღაიბაშვილის და შემდგომ უკვე დავით ხიდაშელის, მათი განცხადებებით დასტურდება, რომ ამ რუკების მოძიების საკითხიში ხიდაშელი ჩართო ბიძინა ივანშვილმა. ამ კუთხითან გვინდა მოვისმინოთ ივანიშვილის მოსაზრებები და პოზიცია, თუ რატომ გადაწყვიტა ზოგადად, რომ თუნდაც ხიდაშელისთვის დაველაებინა ამ რუკების მოძიება",— გვითხრა ადვოკატმა.
გარდა ამისა, ადვოკატები თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვასაც ითხოვდნენ, თუმცა, როგორც მარიკაშვილმა 20 ნოემბერს განაცხადა, სასამართლოსგან მათ ამაზე უარი მიიღეს. მიუხედავად ამისა, ადვოკატი On.ge-სთან ამბობს, რომ ისინი ეცდებიან ღარიბაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით თანხმობა მაინც მოიპოვონ.
კარტოგრაფების საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები