რას უკავშირებს ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდას
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რამ გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების ზრდა საქართველოში.
მიზეზებად გამყრელიძემ ზაფხულში მობილობის ზრდას, წინასაარჩვნო კამპანიას, საარჩევნო პროცესს და ხალხის მიერ გამართულ შეკრებებს, ლხინის სუფრებს ასახელებს.
"განაპირობა, პირველ რიგში, მობილობის სერიოზულმა გაზრდამ ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოში და არ დავმალავ, გეტყვით პირდაპირ — განსაკუთრებით აჭარაში, წესების და რეგულაციების, სამწუხაროდ, არდაცვამ და არგაკონტროლებამ და, რა თქმა უნდა, სექტემბერში და შემდგომ სერიოზული როლი ითამაშა, ჩვენ ვეძახით ე.წ. ბუსტერი როლს ამას, დიდმა მობილობამ, რაც დაკავშირებული იყო ჯერ წინასაარჩევნო კამპანიასთან. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, იგივე ამ მიკროფონებით ხშირად გამიჟღერებია და პოლიტიკოსებისთვის მომიწოდებია, რომ იყავით წინასაარჩევნო პერიოდში ნიღბით, ძირითადად ჩაატარეთ წინასაარჩევნო კამპანია გარე სივრცეებში, არა შიგნით, არა დახურულში. გარე სივრცეებში მაშინ ჯერ არ იყო დადგენილი ნიღბის ტარება და ვთხოვდით, რომ ატარეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია, ნუ ჩავეხუტებით ერთმანეთს, ნუ გადავკოცნით ერთმანეთს და ა.შ", — განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, არჩევნების დღეს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები დაცული იყო, მაგრამ რიგებმა და შემდგომ შეკრებებმა მაინც გამოიწვია ინფიცირების გზარდა.
"წინასაარჩევნო კამპანიამ ითამაშა სერიოზული როლი მობილობის გაზრდაში, შემდეგ, რა თქმა უნდა არჩევნების დღემ, როცა 2 მლნ ადამიანი, თუ რამდენიც გამოვიდა დაახლოებით არჩევნების პროცესში, რა თქმა უნდა, იქ საარჩევნო უბნებზე დაცული იყო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მაგრამ იყო რიგები, იყო შემდგომ შეკრებები და ა.შ. კიდევ იმან, რაც ჩვენ არ დავიცავით, მთავარი — ვერ გადავეჩვიეთ მაინც დიდ შეკრებებს დიდ ლხინის სუფრებს..", — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.
24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 045, გარდაიცვალა — 39. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთია 92 215 ადამიანი, გარდაიცვალა 1 051.
ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები