ბიონსე, ტეილორ სვიფტი და დუა ლიპა გრემის 2021 წლის დაჯილდოების ნომინაციებში ლიდერობენ, მაგრამ, ყველასგან გასაოცრად, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან ვერც ერთი ნომინაცია მიიღო კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით, The Weeknd-მა.

"ათწლეულების განმავლობაში, არასდროს შევსწრებივართ ისეთ დაუდევრობას გრემის მხრიდან, როგორიც წელს The Weeknd-ის შემთხვევაში მოხდა. ხმის ჩამწერმა აკადემიამ გადაწყვიტა, რომ მისთვის არცერთი ნომინაცია დაეთმო", — წერს Variety-ის მუსიკის მიმართულების ჟურნალისტი ჯემ ასვადი.

ტესფაიემ მარტში გამოუშვა ალბომი After Hours, რომელსაც კრიტიკოსებმა 2020 წლის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ მოვლენად მიიჩნევდნენ და The Weeknd-ს გრემის მთავარ ნომინაციებში გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდნენ. ალბომში შედის ისეთი ჰიტები, როგორიცაა In Your Eyes, Save Your Tears, Blinding Lights, Scared To Live და ა.შ.

ალბომმა ბილბორდის ჩარტების სათავეში რამდენიმე კვირა დაჰყო და Apple Music-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა, როგორც მომხმარებლებისგან ყველაზე ხშირად წინასწარ დამატებულმა ალბომმა. ხოლო სინგლმა და მსოფლიო ჰიტმა Blinding Lights ზუსტად 40 კვირა გაატარა ბილბორდის ტოპ 10-ში. წლის სხვა მუსიკალური დაჯილდოებების ერთ-ერთი ფავორიტი გრემის შემდეგ საღამოს, Super Bowl-ზე შესრულებით გამოდის.

2021 წლის გრემიზე 9 ნომინაცია აქვს ბიონსეს, ხოლო ტეილორ სვიფტს, დუა ლიპასა და როდი რიჩს — თითოეულს 6. მთავარი ნომინაციები ასე გადანაწილდა:

წლის საუკეთესო ჩანაწერი

  • ბიონსე - Black Parade;
  • Black Pumas - Colors;
  • DaBaby Feat. Roddy Ricch - Rockstar;
  • Doja Cat - Say So;
  • ბილი აილიში - Everything I Wanted;
  • დუა ლიპა - Don’t Start Now;
  • პოსტ მელოუნი - Circles;
  • Megan Thee Stallion feat. ბიონსე - Savage.

წლის საუკეთესო ალბომი

  • Jhené Aiko - Chilombo;
  • Black Pumas - Black Pumas (Deluxe Edition);
  • Coldplay - Everyday Life;
  • ჯეიკობ კოლიერი - Djesse Vol. 3;
  • Haim - Women in Music Pt. III;
  • დუა ლიპა - Future Nostalgia;
  • პოსტ მელოუნი - Hollywood’s Bleeding;
  • Taylor Swift - Folklore.

წლის საუკეთესო სიმღერა

  • ბიონსე - Black Parade;
  • როდი რიჩი - The Box;
  • ტეილორ სვიფტი - Cardigan;
  • პოსტ მელოუნი - Circles;
  • დუა ლიპა - Don’t Start Now;
  • ბილი აილიში - Everything I Wanted;
  • H.E.R. - I Can't Breathe;
  • JP Saxe Featuring Julia Michaels - If the World Was Ending.

წლის საუკეთესო პოპ შესრულება

  • ჯასტინ ბიბერი - Yummy;
  • Doja Cat - Say So;
  • ბილი აილიში - Everything I Wanted;
  • დუა ლიპა - Don’t Start Now;
  • ჰარი სტაილსი - Watermelon Sugar;
  • ტეილორ სვიფტი - Cardigan.

პოპ დუეტის/ჯგუფის წლის საუკეთესო შესრულება

  • J Balvin, დუა ლიპა, Bad Bunny & Tainy - Un Dia (One Day);
  • ჯასტინი ბიბერი feat. Quavo - Intentions;
  • BTS - Dynamite;
  • ლედი გაგა და არიანა გრანდე - Rain On Me;
  • ტეილორ სვიფტი feat. ბონ ივერი - Exile.

წლის საუკეთესო ახალბედა ხელოვანი

  • ინგრიდ ანდრესი;
  • ფიბი ბრიჯერსი;
  • Chika;
  • ნოა საირუსი;
  • D Smoke;
  • Doja Cat;
  • Kaytranada;
  • Megan Thee Stallion.

წლის საუკეტესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომი

  • რენე ზელვეგერი - Judy;
  • ბარტ ბაჩარაჩი & დენიელ ტაშენი - Blue Umbrella;
  • ჰარი კონიკ ჯუნიორი - True Love: A Celebration of Cole Porter;
  • ჯეიმს ტეილორი - American Standard;
  • რუფუს უეინრაიტი - Unfollow the Rules.

წლის საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი

  • ჯასტინ ბიბერი - Changes;
  • ლედი გაგა - Chromatica;
  • დუა ლიპა - Future Nostalgia;
  • ჰარი სტაილსი - Fine Line;
  • ტეილორ სვიფტი - Folklore.

ნახეთ ნომინაციების სრული სია და 84 კატეგორია Pitchfork-ზე.

ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის რიგით 63-ე დაჯილდოება 2021 წლის 31 იანვარს გაიმართება და ამერიკული ტელეარხის, CBS-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. შოუს კომიკოსი ტრევორ ნოა გაუძღვება.