დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სხვა ტიპის ვირუსები დაჭერილია და არის ძალიან უმნიშვნელო, ხოლო ახლა პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდი.

"ჩვენ ამაზე მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს. გუშინდელი მონაცემებით, წინა კვირა კიდევ დამუშავდა, საყრდენი ბაზები ჰქვია ამას, მეთვალყურეობა. წარმოიდგინეთ, რომ მთლიანად ყველა გაციებით მიმდინარე დაავადებებიდან, რაც არის მწვავე რესპირატორული დაავადებები, დღეს რაც არის, მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია იქ ძალიან ცოტა, თითო-ოროლა იყო ძველი კორონავირუსი არის დაჭერილი, არის დაჭერილი გოკავირუსი, ესაც გაციების გამომწვევი ვირუსია ერთ-ერთი და არის ცოტათი რინოვირუსები, სურდოს რომ იწვევს, ის ვირუსები. ოღონდ ესენი არის ძალიან უმნიშვნელო, პრაქტიკულად ახლა ყველა გაციება არის კოვიდი", — განაცხადა იმნაძემ.

25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 366 , გარდაიცვალა — 34.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 114 889-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 95 581-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 085 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისი — 1 314;

  • აჭარა — 523;

  • იმერეთი — 264;

  • ქვემო ქართლი — 104;

  • შიდა ქართლი — 44;

  • გურია — 106;

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 232;

  • კახეთი — 214;

  • მცხეთა-მთიანეთი — 165;

  • სამცხე-ჯავახეთი — 84;

  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 21;

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 712, აჭარაში — 1 010, იმერეთში — 1 241.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში — 405, აჭარაში — 140, იმერეთში — 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში — 165, აჭარაში — 49, იმერეთში — 42.

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 — თბილისში, 2 047 — აჭარაში, 262 — იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 434, აჭარაში — 1 021, ხოლო იმერეთში — 33.

სულ 6 ოქტომბრიდან — 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 17 814 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 17 231 პირი, აჭარაში - 13 768, იმერეთში — 4 951", — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: