ტესტი: რა იცი ქალთა მიმართ ძალადობაზე
ქალებზე ძალადობა დღემდე მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო სათანადოდ არ ცდილობს აღმოფხვრას შესაბამისი კანონმდებლობითა თუ ამ კანონების პრაქტიკაში გამოყენებით.
ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი მაღალია საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში ქალებზე ძალადობენ ფიზიკურად, სექსუალურად, ეკონომიკურად და ა.შ. უფლებადამცველები ხშირად საუბრობენ პოლიციის მხრიდან არასათანადო რეაგირებაზეც.
რა უნდა იცოდე ქალებზე ძალადობის შესახებ და როგორ შეგიძლია, შენი წვლილი შეიტანო იმაში, რომ უფრო ნაკლები ქალი იტანჯებოდეს? — შეავსე ტესტი და ნახე, რამდენად მზად ხარ ამისთვის.
ტესტი: რა იცი ქალთა მიმართ ძალადობაზე
ტესტის დაწყება1 / 12 როგორ უნდა მოიქცე, თუ ქალზე ძალადობის შესახებ გაიგე?
- ეს მათი ოჯახის საქმეა, შენ ვერ ჩაერევი
- უნდა დარეკო პოლიციაში, ჩაერიო და ძალადობა უყურადღებოდ არ დატოვო
2 / 12 რა სახის ძალადობაა, თუ კაცი ცოლს ემუქრება, აშანტაჟებს და ამცირებს?
3 / 12 რა სახის ძალადობაა, თუ კაცი ქალს უკრძალავს მუშაობას, არ აძლევს სწავლის საშუალებას, უზღუდავს იმ ქონებაზე წვდომას, რომელიც მასაც ეკუთვნის ან ქალის შემოსავალს თავად განკარგავს?
4 / 12 რა სახის ძალადობაა, თუ კაცი ქალს აიძულებს სქესობრივ კონტაქტს, აშანტაჟებს ამ მიზნით?
5 / 12 რა სახის ძალადობაა, თუ კაცი ქალს სახლიდან არ უშვებს, აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ან სცემს?
6 / 12 რას გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობაში არსებული შემდეგი ჩანაწერი:
უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს ფსიქიკურ ტანჯვას, ძალადობის გამოყენების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
7 / 12 რას გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობაში არსებული შემდეგი ჩანაწერი:
საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს
8 / 12 რა არის ფემიციდი?
9 / 12 შესაძლებელია თუ არა მოძალადის განრიდება, თუ სახლი, სადაც მოძალადე და მსხვერპლი ცხოვრობენ, მოძალადეს ეკუთვნის?
10 / 12 საქართველოს კანონმდებლობით, რა ხდება შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში?
11 / 12 საქართველოს კანონმდებლობით, არის თუ არა ქალი ვალდებული გააჩინოს შვილი, თუ ის ამის წინააღმდეგია, მაგრამ ქმარს შვილები სურს?
12 / 12 და ბოლოს, რა ცვლილებას ითხოვენ უფლებადმცველები გაუპატიურების მუხლში?
- სურთ კანონში ჩაიწეროს, რომ გაუპატიურება არის პირის სხეულში შეღწევა ძალადობის გზით
- სურთ კანონში ჩაიწეროს, რომ გაუპატიურება არის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა თანხმობის გარეშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში ოჯახში ძალადობის 2 607 შემთხვევა მოხდა, მათ შორის 11 მკვლელობით დასრულდა. 15 ივლისამდე პერიოდში 5 304 შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კანონით შესაძლებელია, მოძალადე განარიდონ მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, როდესაც საცხოვრებლის მესაკუთრე მოძალადეა. ასევე, შესაძლებელია მსხვერპლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანა.
ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ოჯახური ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006. შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
კომენტარები