მედპერსონალის კორონავირუსით ინფიცირების გამო კლინიკა გული 10 დეკემბრამდე დაიკეტა
კლინიკა გული მედპერსონალის კორონავირუსით ინფიცირების გამო 10 დეკემბრამდე დაიკეტა.
კლინიკის დირექტორის, ანზორ მელიას განცხადებით, ბოლო ერთი კვირა ყველაზე მძიმე იყო, როცა იგებდნენ, რომ ან ექთანს აღარ შეეძლო დახმარების გაწევა ინფიცირების გამო, ან ექიმს.
"მიუხედავად გამკაცრებული ზომებისა, რომ არ შემოპარულიყო კოვიდვირუსიანი, მაინც უძლური აღმოვჩნდით იმიტომ, რომ ბევრი შემთხვევა იყო ავადმყოფებით დაინფიცირების. რომ არ მიგვეღო ეს პაციენტები, არ შეიძლებოდა. ზოგი მალავდა, რომ სახლში სიცხე ჰქონდათ, რენტგენს რომ გადავუღებდით და ფილტვების ანთება დადასტურდებოდა, ვაკეთებდით ტესტს კოვიდზე, მოდიოდა დადებითი, მერე 2-3 დღე ვერ გადაგვყავდა. მერე ემატებოდა პაციენტები და დაინფიცირდა 70 პროცენტზე მეტი", — განაცხადა ანზორ მელიამ.
ამ ეტაპზე კლინიკა გულის 30 ექიმი და 40 ექთანია კორონავირუსით ინფიცირებული. ანზორ მელიას განცხადებით, ინფიცირებული არიან სხვა თანამშრომლებიც. მისივე თქმით, კლინიკაში ერთი კვირით ადრე ეტაპობრივად დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი და დიაგნოსტიკა.
"პაციენტების ნაწილი გავწერეთ, ნაწილი, ვინც კოვიდინფიცირებული იყო, შესაბამის კლინიკებში გადავიყვანეთ, დარჩენილ ქრონიკულ პაციენტებთან სატელეფონო კონტაქტზე ვართ და დისტანციურად ვმკურნალობთ. ჩვენი კლინიკა ვერ გადაკეთდება კოვიდკლინიკად, რადგან ძალიან ბევრი პაციენტია გულის დაავადებით და თუ ვერ დავეხმარებით, უბრალოდ, დაიღუპებიან, ამიტომ, საჭიროა, რომ იყოს მონოპროფილური კლინიკებიც", — აღნიშნა ანზორ მელიამ.
26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გარდაიცვალა 39 ადამიანი. 3 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყების დღიდან სულ ქვეყანაში 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები