აზერბაიჯანის პარლამენტი მთავრობას მიმართავს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფიდან საფრანგეთის გაწვევა მოითხოვოს
აზერბაიჯანის პარლამენტის სთავაზობს მთავრობს, მიმართოს ეუთოს, რომ საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან გაიწვიოს. პარლამენტმა განცხადება საფრანგეთის სენატის რეზოლუციის საპასუხოდ მიიღო, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს.
"მილი მეჯლისი მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას მიმართოს ეუთოს ხელმძღვანელობას მინსკის ჯგუფიდან საფრანგეთის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელმაც ბოლო დღეებში თავისი პოზიციებითა და განცხადებებით თავისი ნეიტრალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა", — აცხადებენ დეპუტატები.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ "გადაიხედოს პოლიტიკური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის", ასევე, "ღრმად გაანალიზდეს ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის და მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები".
25 ნოემბერს საფრანგეთის სენატმა 305 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის მთავრობის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს.
რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მას დაამტკიცებს, მაგრამ მედიის ცნობით, რეზოლუციის მიღება სომეხი ხალხის მიმართ ერთგვარი სოლიდარობის ჟესტია. რეზოლუციაში, ასევე, დაგმობილია აზერბაიჯანის სამხედრო აგრესია, რომელიც თურქეთის მხარდაჭერითა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების მეშვეობით განხორციელდა. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არცერთი ქვეყანა, მათ შორის არც სომხეთი ცნობს.
9 ნოემბერს გვიან ღამით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ყარაბაღის გარშემო მდებარე რაიონები უახლოეს მომავალში აზერბაიჯანს გადაეცემა.
მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.
სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. რა სტატუსი ექნება მთიანი ყარაბაღის რეგიონს, შეთანხმებაში არ წერია.
ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.
ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს. მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.
ამავე თემაზე:
- რუსეთი ყარაბაღში "სამშვიდობოებს" შეიყვანს — რა წერია დეკლარაციაში, რომელზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს
- არცახის სრულად დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, დავთანხმდი ომის დასრულებას — ყარაბაღის ლიდერი
- შეთანხმებას არმია დაჟინებით მოითხოვდა — ფაშინიანი
- სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მთიანი ყარაბაღის შეთანმების შესახებ პრესიდან გაიგო
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები