ძაღლმა ოჰაიოს საავადმყოფოში პაციენტების მიმსალმებლად დაიწყო მუშაობა
ძაღლები ადამიანების ცხოვრებაში უძველესი დროიდან არიან. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ოთხფეხა და ბეწვიანი მეგობრები ჩვენ გვერდით უკვე 10 ათას წელზე მეტხანს ცხოვრობენ. ამაზე მეტყველებს 1976 წელს, ისრაელში გაკეთებული აღმოჩენა, როცა არქეოლოგმა საიმონ დევისმა 12 000 წლის წინანდელი ადამიანის სამარხი იპოვა, რომელსაც ხელში ძაღლის ჩონჩხი ეკავა.
ძაღლები მძიმე პერიოდშიც არ გვტოვებენ — მეტიც ჩვენს გამხნევას მთელი მონდომებით ცდილობენ ხოლმე. ერთ-ერთი მათგანია შაილო — ოქროსფერი რეტრივერი, რომელიც სულ ახლახან ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი გახდა.
ახალი ამბავი საავადმყოფოს ექიმმა, შერი დანავეიმ, ტვიტერზე გააზიარა და საზეიმოდ გამოაცხადა, რომ თავისი სამსახურის გუნდს ახალი წევრი შეემატა, რომლის ერთადერთი მოვალეობა აქეთ-იქით სიარული და პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის მისალმებაა.
ახალმა თანამშრომელმა საკუთარი "საპასპორტე ფოტოთი" ბეიჯიც მიიღო, სადაც დაკავებული თანამდებობაცაა აღნიშნული.
შაილო საავადმყოფოში დასაქმებული ერთადერთი ცუგა როდია. არაერთი სამედიცინო ცენტრი ძაღლებს კარს უღებს, რათა მათ ასეთ სტრესულ სიტუაციაში, მოწყენილ პალატებში სიხალისე შეიტანონ და პაციენტები ანუგეშონ. ეს მიდგომა უსაფუძვლო არაა — კვლევები მიუთითებს, რომ ძაღლები ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენენ, ამცირებენ სტრესს, შფოთვას და მარტოობის განცდას. ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზია, რატომ მიაჩნია ძაღლის პატრონების უმეტესობას ოთხფეხა მეგობარი ოჯახის სრულფასოვან წევრად.
შაილოს ამბავმა დიდად გაახარა ინტერნეტმომხმარებლები. ისინი სხვა საავადმყოფოებს მეტი ოთხფეხა თანამშრომლის აყვანისაკენ, შაილოს სამსახურს კი მისთვის ხელფასის მომატებისკენ მოუწოდებენ.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები