24-ის დეკემბრის ნაცვლად, 15-დან მოგვეცეს მუშაობის საშუალება — სავაჭრო ცენტრების მიმართვა მთავრობას
დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები მთავრობას მიმართავენ, რომ შეზღუდვების დროებითი მოხსნა არა 24 დეკემბრიდან არამედ, 15 დეკემბრიდან დაიწყოს. ამის შესახებ მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც დიდმა სავაჭრო ცენტრებმა თავიანთი შეთავაზებები გააჟღერეს.
მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან მასშტაბური შეზღუდვები წესდება, მათ შორის გადაადგილებასა და სავაჭრო ცენტრებზე. ყველა შეზღუდვა დროებით, წინასაახალწლოდ 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მოიხსნება.
თბილისი ცენტრალის დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა, რომ თავიანთი შეთავაზება მათ წერილობით მთავრობას უკვე გაუგზავნეს.
"ეს არის დამატებით ერთი კვირა, რაც საინტერესო და მომგებიანი იქნება ყველასთვის. რადგან, პირველ რიგში, შეამცირებს წნეხს 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, როცა მომხმარებლის დიდი მასა იქნება. ამავე დროს, მოგვცემს საშუალებას, რომ იმ ობიექტებმა, რომლებიც ჩვენთან არიან დასაქმებული, ამოყიდონ თავიანთი პროდუქცია და ის მკვდარი სეზონი, რაც იქნება იანვარი-თებერვალი, შეინახონ საკუთარი თავი და დასაქმებული", — განაცხადა თბილისი ცენტრალის დირექტორმა.
გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ უნდა მოიხსნას შეზღუდვა გადაადგილებაზეც, რათა მომხმარებელმა გადაადგილება და სასურველი პროდუქციის შეძენა შეძლოს. ყარალაშვილის თქმით, სავაჭრო ცენტრების სექტორი ასევე მიმართავს მთავრობას, რომ 2020 წლის ქონების გადასახადი მათთვისაც გაუქმდეს.
"ამ შემთხვევაში ყველა ჩვენგანი მზად არის, რომ ის 2 000 ადამიანი, რომელიც ჩვენს სავაჭრო ცენტრებშია დასაქმებული, შეინარჩუნოს მინიმუმ მათი 80 პროცენტი შემდეგი სამი თვის განმავლობაში და არ გაუშვას სახლში. რაც დამატებითი ზეწოლა იქნება ბიუჯეტისთვის, თუ ასე არ მოხდება", — აღნიშნა ყარალაშვილმა.
სავაჭრო ცენტრები მიმართავენ მთავრობას, რომ მათი სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესში დაეხმარონ და ამაში ეროვნული ბანკიც ჩაერთოს:
"თუ არსებობს საშუალება, რომ ვისაუბროთ სუბსიდირებაზე თვითონ საპროცენტო განაკვეთის, რაც მიღებული ფორმა გახდა იმ ვალდებულებებზე, რაც გაგვაჩნია, ესეც იქნება ძალიან კარგი".
გარდა ამისა, ისინი იმედოვნებენ, რომ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადზე შეღავათიც. როგორც ყარალაშვილი ამბობს, ყველა ეს ღონისძიება სექტორს
"ამოსუნთქვის" საშუალებას მისცემს:
"პანდემიიდან გამომდინარე იანვრის შუა რიცხვებიდან, თუ საჭირო იქნება სრული "ლოქდაუნი", რომელიც გაგრძელდება ოთხი კვირა, ექვსი კვირა, ჩვენ, სავაჭრო ცენტრები მზად ვართ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, თუმცა კრიტიკულია, რომ დეკემბერში ვიმუშაოთ".
საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
ამავე თემაზე:
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები