ხუსკივაძისა და კობალაძის ადვოკატების თქმით, სასამართლო ცდილობს, საქმე მკვლელობას დაუკავშიროს
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის ქრთამის მიცემისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო ცდილობს, საქმე მკვლელობასთან დააკავშიროს. კერძოდ, ისინი აპროტესტებენ საქალაქო სასამართლოს გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ თავმჯდომარის "გარდაცვალების საქმეზე" ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ.
დაკავებული აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის ადვოკატები განმარტავენ, რომ ეს სიტყვები ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს და არასწორია, რადგან მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და მუქარის, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის საქმეზე წარედგინათ.
ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ სასამართლოს უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ამ საქმეზე და პროკურატრუის ვერსიას იზიარებს.
"ეს არის ტრაგიკული შემთხვევა, როცა ამგვარ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო წინასწარი პოზიციების გამოხატვა უწევს, მეორე ნაწილი გახლავთ ის, რომ სასამართლოს სისტემა და მთლიანად ყველა შტო ჩართულია იმაში, რომ საზოგადოების აზრი დაკავებულების წინააღმდეგ ფორმირდეს და საქმე მკვლელობასთან დაკავშირდეს", — აღნიშნავს ადვოკატი.
ხუსკივაძესა და კობალაძეს პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდათ. პროკურატურის ვერსიით, 6 ნოემბერს ბრალდებულები ნაციონალური მოძრაობის სახელით შეხვდენენ თედო გობეჯიშვილს და 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება შესთავაზეს. ასევე, უთხრეს მას, რომ არჩევნების გაყალბების თაობაზე მედიასთან განცხადება გაკეთებინა.
მათ დაკავებას წინ უძღოდა ქართული ოცნების საგანგებო ბრიფინგი, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა ენმ გარდაცვლილ გობეჯიშვილზე მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულეს.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პასუხად განაცხადა, რომ ქართული ოცნება ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობს და პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს, რაც ამორალურია. ბრიფინგიდან დეკანოიძემ მმართველი გუნდის წევრებსა და იდეოლოგებს მიმართა:
"რა გჭირთ ხალხნო, ნუთუ არ გაგჩნიათ ელემენტარული მორალი, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადმიანობა, რომ დღეს ამ სიტუაციაში კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციაზე არ ილაპარაკოთ. ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული შინაგანი შეგრძნება იმის, თუ რა დღეშია დღეს თუნდაც ამ ადამიანის ოჯახი. რას ყვებით საერთოდ, რა დაგმართნიათ?!" — განაცხადა მან ბრიფინგზე.
დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ მომხდარზე აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი წავა ხელისუფლებიდან.
გაიგეთ მეტი:
- ქართული ოცნების ინფორმაციით, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დაიღუპა, პარტია ენმ-ს მუქარაში ადანაშაულებს
- რა გჭირთ ხალხნო, ნუთუ არ გაგჩნიათ ელემენტარული მორალი, რომ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ — დეკანოიძე "ოცნებას"
- ბედავთ და რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ იგივე ამორალურობაზე და ფსკერზე საუბრობთ — დეკანოიძე "ოცნებას"
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები