როგორც უკვე ცნობილია, Windows ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემაა. იგი, MacOS-თან ერთად, მსოფლიოს ოპერაციული სისტემების ლიდერი იყო, შემდეგ კი, გამოჩნდა დღესდღეობით, საკმაოდ კონკურენტუნარიანი სისტემები, როგორიცაა ანდროიდი, iOS, iPadOS და ა.შ. ეს უკანასკნელები საკმაოდ სწრაფად განვითარდნენ და შეგვიძლია ვთქვათ, უკან ჩამოიტოვეს Windows. თუმცა Microsoft, დანებების ნაცვლად, ახალი ამბებით დაბრუნდა ასპარეზზე. ახლახან გაჟონა ინფორმაციამ, რომ კომპანია 2021 წელს აპირებს ოპერაციულ სისტემა Windows-ს ჩაუშენოს ანდროიდ აპლიკაციების მხარდაჭერა.

რა თქმა უნდა, ახლაც ჩვეულებრივად შეგიძლიათ ანდროიდ აპლიკაციები აამუშავოთ Windows-ზე, თუმცა ეს მხოლოდ ემულატორებითაა შესაძლებელი, როგორიცაა Bluestack. მაგრამ ამ დიდი განახლების საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ ანდროიდ აპლიკაცია პირდაპირ, ზედმეტი პროგრამების გარეშე გახსნათ Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობაში.

Microsoft ბევრს ეცადა, რომ განევითარებინა თავისი მობილური ოპერაციული სისტემა, თუმცა, წარუმატებელი ცდების შემდეგ, 2017 წელს კომპანიამ საერთოდ მიატოვა ის. სწორედ ამავე პერიოდიდან კომპანიისთვის პრიორიტეტი კვლავ Android გახდა და როგორც ვარაუდობენ, 2021 წელს ვიხილავთ ახალ Windows 10X-ს, რომელიც კომპიუტერებზე განახლების სახით მოუვა ყველა მომხმარებელს. განახლების შემდგომ კი, სრულიად ახალ სისტემას გამოიყენებთ. ჯერჯერობით, უცნობია ექნება თუ არა Google Play Store-ის მხარდაჭერა ამ აპლიკაციებს, ან როგორ და სად შეინახავს სისტემა აპლიკაციის data-ს.

Microsoft ამ განახლებას, ასევე აღიქვამს, როგორც “Chromebook Killer”-ს, რადგან ქრომბუქის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფუნქცია ანდროიდ აპლიკაციების მარტივად გაშვებაა და თუ ეს ყოველივე Microsoft-მა წარმატებულად ჩაამატა Windows 10X-ში, მაშინ საკმაოდ დიდ, რევოლუციურ პროდუქტს მივიღებთ. ახლა კი, ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ Microsoft-ის ოფიციალურ განცხადებას.