აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა, რუსეთის ინტერპრეტაციაა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე უარყოფს, რომ რუსეთის წარმომადგენელ, გრიგორი კარასინთან შეხვედრისას 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრეს. მისი თქმით, ეს რუსული მხარის ინტერპრეტაციაა და ამ საკითხზე არათუ ორმხრივი შეთანხმება, არამედ განხილვაც არ ყოფილა.
"კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, არის ასეთი პასაჟი — "დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია", — აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
გარდაა ამისა აბაშიძის განცხადებით, შეხვედრისას კარასინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენაზე საუბარს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ დაიწყებენ, თუ საქართველოში "რუსოფობიული გამოხტომები" შეწყდება. მისივე თქმით, პასუხად კარასინს უთხრეს, რომ მსგავსი რამ საქართველოში არ ხდება.
"რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, შესაძლებელია მოხდეს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, იყოს გარანტიები რუსი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელად და შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები. გამოითქვა იმედი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა და რუსოფობიული გამოხტომებიც შეწყდება.
ჩვენი პასუხი ასეთი იყო — ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არანაირი რუსოფობიული გამოხტომები რუსი ტურისტების მიმართ წლების განმავლობაში არ ყოფილა", — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცახდებას საქართველოში პროტესტი მოყვა. ვინაიდან, ამ დრომდე საქართველოს სამთავრობო გუნდს არ უარუყვია რუსეთის საგარეო უწყების ფეისბუქგვერდზე გავრცელებული განცხადება, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ ეს იყო დასტური და ხელისუფლება ამ მოსაზრებას იზიარებდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა. მსგავსი რამ არ ეწერა საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ იმსჯელეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები