აქტივისტს, რომელსაც პოლიციის მანქანაში ხელი მოაყოლეს, სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან
სირცხვილიას აქტივისტს, თათუშა არველაძეს, რომელსაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ხელი დაუზიანდა, სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
აქტივისტი წერს, რომ ხელი მეგობრის გათავისუფლებისას მოაყოლეს მანქანაში და პოლიციამ კარგი რამდენჯერმე მიაჯახუნა.
"ერთი ხელი ნათიას ჩავჭიდე ხელში რომ ისე არ მოქცეოდნენ როგორც აქტივისტებს ექცევიან ხოლმე დაკავებისას და მეორე ხელი, წონასწორობის შენარჩუნების მიზნით, თურმე მანქანას ჩავჭიდე და ზუსტად მაგ წამს არანორმალურმა ტკივილმა თვალები დამიბინდა, ამ მანქანის კარი რამდენიმე პოლიციელმა მთელი ძალით და ღონით მიაჯახუნა, თან რამდენჯერმე და ჩემი ხელის მტევანი შუაში მოაყოლა. ხელი ნაღრძობია, ორი კვირა მომიწევს თაბაშირის ტარება მაგრამ გადავრჩი, რომ ხელი არ დავტოვე მანქანის კარებში სამუდამოდ", — წერს ის.
ღია ჭრილობასთან ერთად აქტივისტ ხელი აქვს ნაღრძობი და ორი კვირა უნდა ატაროს თაბაშირი.
"სანამ მე თვითონ ვუჩივლე თავად მოასწრეს ბრალდების მოფიქრება", — აცხადებს აქტივისტი.
დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს. პოლიციამ დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რკინის კონსტრუქციაზე სსრკ-ს სიმბოლოს, ნამგალისა და უროს დახატვა სცადა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიცისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ დროისთვის ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესს ელოდებიან.
ევროპული საქართველოსა და ენმ-ს ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ, აქტივისტებთან ერთად გააპროტესტეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა.
"დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად", — წერია მათ განცხადებაში.
მსგავსი რამ ნახსენებიც კი არ არის საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ იმსჯელეს.
მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენები განხილვის საგანი არ ყოფილა და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები