არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დავაკავეთ — შსს

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.
მათივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები