ნახეთ ბილი აილიშის ერთი და იგივე ინტერვიუ 15, 16, 17 და ახლა უკვე 18 წლის ასაკში
მოდისა და პოპკულტურის ყოველთვიურმა ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Vanity Fair 2017 წელს ახალგაზრდა მომღერალთან, სასცენო სახელით ბილი აილიში, პირველი ვიდეოინტერვიუ ჩაწერა და შემდგომ წლებში ის ერთგვარ ტრადიციადაც აქცია, რომელსაც უკვე მილიონობით მსმენელი მოუთმენლად ელის ხოლმე.
სულ რამდენიმე წუთის წინ ახალი, 2020 წლის ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც 18 წლის ბილი აილიში წინა ინტერვიუს ჩაწერიდან ერთი წლის თავზე კვლავ თავისი ცხოვრებისა და კარიერის გზას განიხილავს, ამავდროულად კი მიღწეულ წარმატებებს აჯამებს.
შეგახსენებთ, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში ამ ამერიკელმა შემსრულებელმა გრემის რეკორდი ორჯერ მოხსნა: ჯერ როგორც ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელმაც გრემიზე რეკორდული რაოდენობის — 6 ნომინაცია მოიპოვა, შემდეგ კი მთავარ კატეგორიებში გაიმარჯვა და ყველაზე მეტი ჯილდოც მიიღო.
Vanity Fair-ის ამ შთამბეჭდავ პროექტს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, დავაკვირდეთ, თუ როგორ იპყრობს ბილი აილიში წარმატების მწვერვალებს, დროის კაფსულა ჰქვია და წლევანდელი ინტერვიუს ხილვა ამ ვიდეოში შეგიძლიათ:
რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ბოლო ინტერვიუდან:
- ბილი აილიშის გამომწერების რაოდენობამ ინსტაგრამზე 67,5 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ინტერვიუსას (2019 წელს) ეს მაჩვენებელი 40,7 მილიონი იყო, პირველი ინტერვიუსას (2017 წელს) კი სულ რაღაც 257 ათასი;
- მომღერალმა ახალი ინტერვიუთი გვაცნობა, რომ ტატუ გაიკეთა, თუმცა მას ჩვენ "ვერასდროს ვნახავთ";
- ასევე თავისი ახალი ოთხფეხა მეგობარი, სახელად შარქი, გაგვაცნო;
- 2020 წლის მთავარ პირად პრობლემად აილიშმა იდენტობის კრიზისი დაასახელა.
ნახეთ წინა წლების ინტერვიუები:
2017-2018
2019
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები